კინო 7 კინოშეცდომა "მიმინოდან" 13 ნოემბერი, 19:02
რამდენჯერ გვაქვს ნანახი თითოეულ ჩვენთაგანს, პოპულარული კინოკომედია "მიმინო"? ალბათ უამრავჯერ, თუმცა არასდროს დავკვირვებივართ იმ ლაფსუსებს, რომელიც ამ საკულტო ფილმში გვხვდება, თუმცა არსებობენ დაკვირვებული მაყურებლები, რომლებიც შეცდომებს პოულობენ და საჯაროდ აქვეყნებენ.
ქვემოთ გთავაზობთ 7 კინოშეცდომას "მიმინოდან" 1. მთავარი გმირის დისშვილს ვარლამს სასკოლო ჩანთა ჯერ მარჯვენა ხელში უჭირავს, ხოლო ავოსკა მარცხენა ხელში. შემდეგ კადრში ჩანთები ადგილს იცვლიან. 2. "მიმინოზე" შეყვარებული სოფლის მასწავლებელი ლალი მათ ბიდონით ხელში შეხვდება. შემდეგ კადრში მას ხელში უცებ საიდანღაც გაჩენილი წითელი ჩანთა უჭირავს. 3. მაგ დროს არავინ ეწეოდა, მაგრამ თელავის აეროპორტის საფრენოსნო რაზმის მეთაურის, გივი ივანოვიჩის კაბინეტში, მაგიდაზე მდგარ ცარიელ საფერფლეში მოულოდნელად სიგარეტის ნამწვი გამოჩნდება. 4.სანამ მიმინო სასტუმროს ნომერში ჟურნალს ათვალიერებდა, მაგიდაზე კეფირის გვერდით, უცებ ჭიქა და კოვზი გამოჩნდება. 5.სასტუმრო "როსიას" რესტორანში, სადაც მთავარი გმირი ერთობა, მაგიდაზე დალაგებული კერძები, ბოთლები და თეფშები თავად გადაადგილდება. 6.ვოლოხოვის ქურთუკის კაპიშონი, რომლის როლიც შეასრულა ევგენი ლეონოვმა, ჯერ შიგნიდან ამოტრიალებულია და უცებ წამების შემდეგ უბრუნდება ნორმალურ პოზიციას. 7.ვოლოხოვის თანაპოლკელის, ყოფილი ტანკისტის როლს მაღალი ნიკოლაი გრაბე ასრულებს. პროფესიონალმა სამხედროებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ ასეთი სიმაღლის ადამიანი ვერაფრით იმსახურებდა ტანკისტად. 1015 2-ს მოსწონს
|