x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინოვნიკს ათეულობის მინისტრის ცოლთან ჰქონდა სქეოსობრივი კავშირი
image

ეკვატორულ გვინეაში დაიწყო სასამართლო პროცესი ფინანსური გამოძიების ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ, რომელსაც ინტიმური კავშირი ჰქონდა მაღალი თანამდებობის პირების ათეულობით ცოლთან. ამის შესახებ Daily Post Nigeria იტყობინება.



სკანდალი ატყდა მას შემდეგ, როდესაც 400-მდე ვიდეომ გაჟონა ქსელში, სადაც ნაჩვენებია 54 წლის ბალთასარ ენგონგა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქალებთან სექსი თავის კაბინეტში და სხვა სამთავრობო ოფისებში. ჩინოვნიკის საყვარლებს შორის აღმოჩნდა მისი რძალი, 20 მინისტრის ცოლი, პოლიციის უფროსის ცოლი და ქვეყნის პრეზიდენტის თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს დაც კი.

ვიდეო აღმოაჩინეს ჩხრეკის დროს, ენგონგას უწყება კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი. ამის შემდეგ ვიდეობმა ინტერნეტში გაჟონა და სწრაფად გავრცელდა მოქალაქეებში მესინჯერების საშუალებით.



ახლა ჩინოვნიკს ელოდება სასამართლო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ყველა ვიდეო ჩაწერილი იყო მონაწილეთა თანხმობით, ახლა ცხადი გახდა, რომ ეს ასე არ არის.


გარდა ამისა, ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა ხერონიმო ოსა ოსამ დაადანაშაულა ენგონგა "ეკვატორული გვინეის კეთილშობილური საზოგადოების ეთიკური და მორალური ღირებულებების დარღვევაში".


ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორო მანგუმ აიღო ვალდებულება შეზღუდოს მსგავსი ქმედებები სამთავრობო უწყებებში და აღნიშნა, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ჩართულია ასეთ საქმიანობაში სამთავრობო უწყებებში, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.


ხელისუფლებამ გადაწყვტია სამთავრობო უწყებებში სათვალთვალო კამერები დააყენოს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი გადაცდომები. მან ასევე გასცა ბრძანება სკანდალში ჩართული თანამდებობის პირებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება და პირობა დადო, დავალებს პროკურატურას საფუძვლიანად გამოიძიოს, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობოს დასადგენად.

0
551
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0