x
image
ლურჯი თოლია
ცნობილი ქართველები, რომლებიც მესამედ დაქორწინდნენ

image

თამუნა მუსერიძე - ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მესამედაა დაქორწინებული სანდრო მიკუჩაძეზე. პირველი ქორწინება ადრეულ ასაკში მალევე დასრულდა. მეორე ქმარს ღალატის გამო დაშორდა. ახლა ის ოთხი შვილის დედაა.

image

ცისანა სეფიაშვილი - მომღერალი ერთი წლის წინ მესამედ დაოჯახდა მისი რჩეული ოთარ გიორგობიანი. მისი პირველი რჩეული კოკა წერეთელი იყო, მასთან ერთი შვილი ჰყავს. მეორედ სოსო ზაქარეიშვილზე დაქორწინდა და მასთან სამი შვილი შეეძინა, თუმცა მათი ქორწინება 16 წლის შემდეგ დაინგრა.

image

თათია შარანგია - პიანისტი პირველად ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული და მასთან 2 ვაჟი ჰყავს. მოგვიანებით ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე სანდრო შელიაზე იქორწინა და საერთო ვაჟიც შეეძინათ. თუმცა 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, თათია კვლავ დაქორწინდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეზე.

image

დათო ხუჯაძე - მომღერალი პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. მათ გოგონა ილა ჰყავთ. შარშან მან თაკო თუხაშვილზე იქორწინა და წყვილს უკვე ვაჟი ჰყავს.

0
1726
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1726
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0