საზოგადოება ცნობილი ქართველები, რომლებიც მესამედ დაქორწინდნენ 15 ნოემბერი, 20:40 თამუნა მუსერიძე - ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მესამედაა დაქორწინებული სანდრო მიკუჩაძეზე. პირველი ქორწინება ადრეულ ასაკში მალევე დასრულდა. მეორე ქმარს ღალატის გამო დაშორდა. ახლა ის ოთხი შვილის დედაა. ცისანა სეფიაშვილი - მომღერალი ერთი წლის წინ მესამედ დაოჯახდა მისი რჩეული ოთარ გიორგობიანი. მისი პირველი რჩეული კოკა წერეთელი იყო, მასთან ერთი შვილი ჰყავს. მეორედ სოსო ზაქარეიშვილზე დაქორწინდა და მასთან სამი შვილი შეეძინა, თუმცა მათი ქორწინება 16 წლის შემდეგ დაინგრა. თათია შარანგია - პიანისტი პირველად ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული და მასთან 2 ვაჟი ჰყავს. მოგვიანებით ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე სანდრო შელიაზე იქორწინა და საერთო ვაჟიც შეეძინათ. თუმცა 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, თათია კვლავ დაქორწინდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეზე. დათო ხუჯაძე - მომღერალი პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. მათ გოგონა ილა ჰყავთ. შარშან მან თაკო თუხაშვილზე იქორწინა და წყვილს უკვე ვაჟი ჰყავს. 1727 1-ს მოსწონს
|