სხვა 14 წლის მოზარდმა გაურკვეველი მიზეზით ბატარეები, ჯაჭვები, ხრახნები და სამართებლის პირები გადაყლაპა 10 ნოემბერი, 12:36
ინდოეთში, 14 წლის ბიჭი, ადიტია შარმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს კუჭში მრავალი უცხო საგნის გამო. ამის შესახებ Times of India წერს.
მოზარდის მამამ სანჩეტ შარმამ თქვა, რომ ადიტიას 13 ოქტომბერს დაეწყო ქოშინი და დისკომფორტი, ამიტომ მათ გადაწყვიტეს საავადმყოფოში წასვლა. ორი კვირის განმავლობაში მამა-შვილი სხვადასხვა ექიმებს სტუმრობდნენ, მაგრამ ვერავინ დაეხმარა. ამასობაში მოზარდს სულ უფრო უჭირდა სუნთქვა. გარდა ამისა, ბიჭუნა მუცლის ძლიერ ტკივილს უჩიოდა. 26 ოქტომბერს, მუცლის ღრუს გადაღების შემდეგ, ექიმებმა დაადგინეს რომ ადიტამ დაახლოებით 19 საგანი გადაყლაპა. ის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ბიჭის მუცელში 42 საგანი იყო ჩარჩენილი. მოზარდს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა და მშობლებმა გადაწყვიტეს მისი დელიში გადაიყვანა. ხუთი საათის განმავლობაში, ადგილობრივ საავადმყოფოში ქირურგებმა ადიტას მუცლიდან ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ბატარეები, ჯაჭვის რგოლები, საპარსის პირები და ხრახნები. სულ მუცელში 65 ნივთი აღმოაჩინეს. ამან გამოიწვია ნაწლავების ინფექცია. ოპერაციის შემდეგ მოზარდმა გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო. ადიტია საავადმყოფოში გარდაიცვალა. სანჩეტმა განაცხადა, რომ ადიტია მისი ერთადერთი ვაჟი იყო. მას არ ესმის, რატომ გადაყლაპა მოზარდმა ეს უცნაური საგნები. მამაკაცის თქმით, ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები არასდროს ჰქონია. 75 2-ს მოსწონს
|