სალათები სალათი მსხლით და შებოლილი ქათმით: მარტივი, დახვეწილი რეცეპტი 7 ნოემბერი, 20:07 ძალიან მარტივი მოსამზადებელი სალათის რეცეპტი. მსხლის და შებოლილი ქათმის კომბინაცია მას ორიგინალურ, პიკანტურ გემოს აძლევს.
რა დაგჭირდებათ? 200 გრამი შებოლილი ქათამი (ფილე ან მკერდი, 1 მსხალი (წვნიანი), 1 კონა სალათის ფურცლები, 50 გრამი ნიგოზი ან სხვა კაკალისოუსისთვის: 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებითროგორ მოვამზადოთ? 1. შებოლილი ქათამი კუბებად ან თხელ ზოლებად დაჭერით. 2. მსხალი გათალეთ, შუაგული ამოჭერით და რბილობი თხელ ნაჭრებად დაჭერით. ლიმონის წვენი მოასხით, რომ მსხალი არ გაშავდეს. 3. სალათის ფურცლები ხელით დატეხეთ. კაკალი მსხვილად დააქუცმაცეთ. 4. სოუსისთვის პატარა თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, თაფლი, მდოგვი, მარილი და წიწაკა. ერთგვაროვანი ნარევის მისაღებად ჩანგლით ათქვიფეთ. 5. სასალათეში აურიეთ სალათის ფურცლები, ქათმის ხორცი, მსხალი და კაკალი. 6. მოასხით მომზადებული სოუსი და ნაზად აურიეთ. რჩევები მეტი პიკანტურობისთვის დაუმატეთ ცოტა გახეხილი ყველი, მაგალითად, პარმეზანი ან ბროწეულის მარცვლები. თუ უფრო ტკბილი გემო მოგწონთ, სოუსს უფრო მეტი თაფლი დაუმატეთ. სალათა მომზადებისთანავე სუფრაზე გაიტანეთ, რომ სალათის ფოთლები ხრაშუნა დარჩეს. გემრიელად მიირთვით!ასევე დაგაინტერესებთ: 7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია შემწვარი ბრინჯი ანანასით: ტაილანდური რეცეპტი ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ სალათები კორეულად - 5 წარმოუდგენლად გემრიელი რეცეპტი ცხიმისმწველი სალათი ქათმის მკერდით და გრეიფრუტით 18 შეფასება არ არის |