საქართველო საქართველოს პარლამენტი გამოიძიებს იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია სააკაშვილის რეჟიმის დროს 2012, 23 ოქტომბერი, 17:07
საქართველოს პარლამენტის ახალმა სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა, "РИА Новости"-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარ დანაშაულებს.
უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია რამდენიმე გახმაურებული საქმე. "სამწუხაროდ სიტყვა "კრიმინალი"არ იყო არც მეტაფორა და არც პოლიტიკური სიმბოლო, არამედ ზუსტად გამოხატავდა საქმის ვითარებას. ეჭვი მაქვს, რომ ბევრი რამ გახდება საჯარო და ჩვენთვის ცნობილი გახდება კონკრეტული ძალადობის ფაქტები, ელიტური კორუფცია, პოლიტიკური დევნა. მაგრამ ჩვენ უნდა გავიაროთ ძალიან ვიწრო გზით, ისე რომ არ გადაგვივდეს არც რევანშიზმში და არც გულგრილობაში. თუ კი იქნება გულგრილობა, ჩვენი ხალხიც ასევე მოიქცევა."-განაცხდა მან ინტერვიუში.
უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას, სავარაუდოდ უხელმძღვანელებს მისი მეუღლე, თინათინ ხიდაშელი, რომელიც ისევე როგორც თვითონ ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის.
"დაინიშნება ახალი გენერალური პროკურორი, მოხდება ცვლილებები პოლიციის ორგანოებში. იქნება რამდენიმე გახმაურებული საქმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ უკრაინის გზით, რომელიც ტიმოშენკოს საქმეს ეხებოდა". მან ასევე განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავს დაასრულოს საგამოძიებო საქმე ერთი წლის განმავლობაში: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მმართველობის პირველსავე წელს უნდა დავასრულოთ ყველა ეს საქმე, რათა შემდეგ უკვე ვიფიქროთ მომავალზე". 61 4-ს მოსწონს
|