x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ყველა სისულელეს ვერ ჩამოვთვლი, ამ დუპლეტებმა ცხოვრება ლამის საგიჟეთად გვიქციეს და ვიმედოვნებ, დავწყნარდებით"-გელა ზედელაშვილი

imageჟურნალისტი გელა ზედელაშვილი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


აი, საღოლ, რააააა, მაგარი ნერვები ჰქონია ამ კაცს!
ოთხი წლის განმავლობაში რა არ გაუკეთეს, რა არ აკადრეს, სად არ ათრიეს, ბოლოს ესროლეს კიდეც, მაგრამ ვერ გატეხეს.
მე არ ვიცი, კონკრეტულად რას მოგვიტანს ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება, მაგრამ ბაიდენის “შპანები'' რომ ააცვამენ თეთრი სახლიდან, ეგეც დიდი შეღავათია. თქვენი არ ვიცი და... მე უკვე აღარ შემიძლია მილერის გაყინული სახის დანახვა, მოხარშულ თევზს რომ მიუგავს თვალები.
კიდევ რა იქნება?
ვიმედოვნებ, რომ ომი დამთავრდება უკრაინაში და ბობოლა ავანტიურისტები შეგვეშვებიან!
ვიმედოვნებ, რომ გაბრიყვებული ლიბერასტები ვეღარ იბლატავებენ!
ვიმედოვნებ, რომ ახლო აღმოსავლეთშიც დაისადგურებს მშვიდობა!
ვიმედოვნებ, რომ დიღმის პენტაგონში ელჩი წყნარად იჯდება და აკარაკულ განცხადებებს არ გააკეთებს. სხვათა შორის, სანამ ტრამპი პრეზიდენტი იყო, მაგისი წინამორბედიც წესიერად იქცეოდა და ზოგიერთი ამბობდა, ეს ბრძენი ქალი ღმერთმა გამოგვიგზავნაო, მაგრამ გახდა თუ არა ბაიდენი “უმფროსი'', ეგრევე აუშვა აფრები!
კიდევ ბევრ რამეს ვიმედოვნებ და მინდა, რომ ურთიერთობა დალაგდეს. თუმცა არა ისე, როგორც აქამდე იყო, სრულიად ახლებურად!
ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე აშშ ნაღდად გადაურჩა სირცხვილსა და თავის მოჭრას.
ზოგიერთნი ამბობენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, ისევ გაგრძელდება აუტანელი და დამამცირებელი პოლიტიკა. მე მაინც მგონია, რომ ასეთი იდიოტური და ალოგიკური ზეწოლა აღარ იქნება - ეგებ მაწონსა და თოვლზე აღარ გვითხრან, რომ შავია... ეგებ “ფეჩზე'' აღარ გვითხრან, რომ გარმონია... ეგებ აღარ დაგვიწყონ იმის მტკიცება, რომ მიწაში ბოლოკს ევროკავშირის დაფინანსებით ღებავენ... ეგებ აღარც ის დაგვამადლონ, რომ ვაშლის კანფეტში “პავიდლოს'' კუბილიუსის დავალებით დებენ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ტაში დავუკრათ!
ყველა სისულელეს ვერ ჩამოვთვლი, ამ დუპლეტებმა ცხოვრება ლამის საგიჟეთად გვიქციეს და ვიმედოვნებ, დავწყნარდებით.
ეგ არი და გორის ციხე!"-წერს ზედელაშვილი.
0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0