სხვა ეს რა არის? - ნივთები, რომელთა დანიშნულებაც ბევრმა არ იცის 6 ნოემბერი, 16:32 ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ინტერესი ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. ვიღაცას აინტერესებს როგორ გამოიყურება წყლის წვეთი მიკროსკოპის ქვეშ. სხვების ოცნებაა გაარკვიონ რა იმალება ვარსკვლავების მიღმა. ზოგიერთი ადამიანი ავითარებს საკუთარ თავს წიგნების კითხვით, სხვების ინტერესია მოგზაურობა და სხვა ქვეყნების შესწავლა.
მაგრამ ჩვენ ყველას არც თუ იშვიათად გხვდება უცნაური საგნები, რომლის დანიშნულებასაც არ ვიცით და გვაინტერესებს რისთვის გამოიყენება?
ქვემოთ სწორედ ასეთ ნივთებს გაგაცნობთ. რისთვის იყენებენ ასეთ ჭურჭელს? პასუხი: "ეს არის ჩინური ვაზა რჩევებით, როგორც წესი, შიგნით დევს ბარათი, სადაც გარკვეული სიბრძნე წერია." ”ეს რა იშვიათობაა, ვინმემ იცის?” პასუხი: "ეს არის ძველი სმენის აპარატი, დამზადებულია 1942 წელს." ეს რა უცნაური ბრელოკია? პასუხი: „არა, ეს არის მაგნიტი, რომელიც მაგრდება ტელეფონზე და ასევე მაგრდება მაგალითად, მანქანაში, უმჯობესია გაჩვენოთ:“ რა უცნაური ჩანგალია? პასუხი: "ეს არის ჩანგალი, შამფურიდან ხორცის ადვილად მოსაძრობად, სამწუხაროდ, მას ცალკე სახელი არ აქვს." რა უცნაური დოქია? პასუხი: „ეს არის გრაფინი ღვინის გასაგრილებლად. ყინულს დებენ ცალკე ნახვრეტში, რათა ღვინოში არ გაერიოს. ეს რა არის, ასეთი პედალი არ არსებობს, ხომ მართალი ვარ? პასუხი: "ეს არის ეტლის ფოლადის სატერფული, შენს ხელში ნამდვილი რარიტეტია." რა არის ეს? მამაჩემის მაგიდაზე ვიპოვე. პასუხი: „ეს არის მამაკაცის სამკაული, რომელიც აკავებს პერანგის საყელოს ორ ბოლოს და ეშვება ჰალსტუხის კვანძთან“. უნიტაზის გვერდზე პატარა გამოსაღები უჯრაა და შიგნით კოვზიც დევს. რატომ არის ასე? ვის შეუძლია მითხრას?" პასუხი: „ტუალეტის ქაღალდი ადრე იყო არა რულონებად, არამედ პატარა ფურცლებად დაჭრილი, სინამდვილეში, ეს უჯრა ასეთი ქაღალდების ჩასალაგებლად იყო, ხოლო კოვზი ზემოდან აწვება, რომ ფურცლები არ დაიფანტოს. დღეს რაღაც უცნაური კონსტრუქცია ვნახე გამვლელ "შევროლეზე".რა არის ეს? პასუხი: " ხელნაკეთ დამტენის სისტემას ჰგავს. სალტე, როგორც ჩანს, ცვლადი დენის გენერატორზეა მიბმული." 176 2-ს მოსწონს
|