x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ გავაფორმოთ პატარა ზომის ბინა


პატარად ითვლება ბინა, რომლის ფართი 30-იდან 60 კვადრატულ მეტრამდეა, ჭერის სიმაღლე 2, 5 მეტრის ფარგლებშია, მცირე ზომის სანიტარული კვანძებით, მსგავსი ტიპური ბინები ხრუშჩოვის პერიოდიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრია, აგრეთვე გვხვდება დღეისთვის საკმაოდ პოპულარული სტუდიოს ტიპის ბინები 25 კვ. მეტრის ფართით.



რა ფერი შევარჩიოთ კედლებისთვის?


რაც უფრო ღია და ნათელი ფერებია, მით უკეთესი, კედლებიდან არეკლილი სინათლე ვიზუალურად გაზრდის სივრცეს.

image





როგორ დავაგოთ ლამინატი?


ვიწრო და გრძელ ოთახში უმჯობესია გრძივად დაგება, ამ მეთოდით თქვენ ვიზუალურად გააფართოებთ კედლებს და აიცდენთ "ფეხსაცმლის ყუთის" ეფექტს, ხოლო კვადრატული ფორმის ოთახში უმჯობესია ლამინატის ფიცრები დიაგონალზე დავაგოთ( 45 გრადუსი)

image

image




მეტლახი - დიდი თუ პატარა?


მომცრო სივრცეში მცირე ზომის მეტლახი(კაფელი) უფრო ეფექტურია - ნაგებობის ფართი უფრო პროპორციულად გამოიყურება. მეტლახის ორნამენტებიც უმჯობესია მცირე ზომის იყოს, უფრო ბუნებრივ იერს იძენს.

image





როგორ გავზარდოთ ჭერის სიმაღლე ვიზუალურად?


დაბალჭერიანი ბინებისთვის ყველაზე ოპტიმალურია მაღალი პლინტუსი და კარნიზი, სასურველია იგი კედლის ფერი იყოს, კარნიზი - ჩაზნექილი, რომელიც ჭერზე გადადის.


image



საწოლი თუ დივანი?


საწოლი უფრო მოხერხებულია, სამაგიეროდ დივანი უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს( რა თქმა უნდა, თუ მზად ხართ, მუდმივად გაშალოთ და აკეცოთ), თუ ბიუჯეტი გაძლევთ საშუალებას, იფიქრეთ კონსტრუქცია-ტრანსფორმერზე, რისი საშუალებითაც შესაძლებელია შეცვალოთ ვითარება ოთხის სიტუაციიდან გამომდინარე.



რა ვქნათ, თუ აბაზანაში არაფერი ეტევა?



მცირეგაბარიტიანი ბინებისთვის არის შექმნილი სპეციალური ავეჯი, სანტექნიკა და ტექნიკა, მაგალითად, მინიატიურული სარეცხის მანქანა ან კომპაქტური ტუმბო ნიჟარისთვის.

image




სად გამოვძებნო ადგილი სათავსოსთვის?


კარადები გააკეთეთ ჭერქვეშ, ზედა თაროებზე შეინახეთ ნივთები, რომელსაც იშვიათად იყენებთ, აგრეთვე გამოიყენეთ თვითონ ავეჯის სათავსოდ, მაგალითად: პუფი, სივრცე მაგიდისქვეშ, ან გარდერობი.

image


ასევე დაგაინტერესებთ


0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0