სხვა "მორჩით წუწუნს და გოდებას, გაიხსენეთ ვისი გორისა ხართ!!!!" - ლალი მოროშკინა 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს 2022, 26 თებერვალი, 18:46 ბიზნსვუმენი, მწერალი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში თავდაცვის გაძლიერების მიზნით 10 პუნქტიან გეგმას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში სჭირდება: "ურაპატრიოტიზმს შევეშვათ და გავაკეთოთ ის რაც გააკეთა უკრაინამ და ისრაელმა!
10-პუნქტიანი გეგმა:
1.ყველა ჯარში, დეზერტირები-ციხეში და არა გასაბერ ეკლესიებში!
2. 18-35წლამდე ასაკის ქალების სავალდებულო გაწვევა
3.სამხედრო საქმის სწავლება მაღალ კლასებში
4. იმ პადვლების გამონთავისუფლება კლუბებისგან და საროსკიპოებისგან, სადაც ისტორიულად ბომბებისგან თავშესაფარი იყო.
5. იმ სამხედრო ბაზების აღდგენა სადაც НЗ (ხელშეუხებელი პროდუქტი) ინახებოდა
6. ყოველ სამ წელიწადში სავალდებულო ერთთვიანი სამხედრო წვრთნების გავლა
7.სამოდელო სააგენტოების მაგივრად სპორტული და საბრძოლო კლუბების გახსნა
8. მასმედიით მეომარი სულის პროპაგანდა და არა ქუსლიანი, შიშველკოჭება მტირალა ე.წ.მამრების.
9.საპენსიო დანაზოგის დაბრუნება!
10.მორჩით წუწუნს და გოდებას
ხომ ხედავთ, რომ მტერი ახლოსაა, ჩვენ კიდე სრულიად დემორალიზებულები?
გაიხსენეთ ვისი გორისა ხართ!!!!" 1353 4-ს მოსწონს
|