სხვა როგორ უნდა მოიქცეთ თუ მეტროს რელსებში ჩავარდით? 2017, 6 იანვარი, 14:59 მეტროპოლიტენი -ეს არის მაღალი რისკის ზონა, ხმამაღლამოლაპარაკეთი მეტროს თანამშრომლები მუდმივად აფრთხილებენ მგზავრებს და უკითხავენ ინსტრუქციას, თუმცა უბედური შემთხვევები მაინც ხდება.
თუ მაინც მოხდა და მეტროს რელსებში ჩავარდით (უფრო მეტად ეს პიკის საათებში ხდება, როცა ხალხმრავლობაა და ჭყლეტა)გადარჩენის ალბათობა ძალზე მაღალია თუ სათანადოდ მოიქცევით. 1) არ ეცადოთ თვითნებურად ამოძრომა, რადგან პლატფორმას პარალელურად მიჰყვება საკონტაქტო ელექტრორელსი, რომელშიც 800 ვოლტზე მეტია, კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა თქვენ სასიკვდილო ძაბვის ქვეშ აღმოჩნდეთ. 2) თუ მატარებელი ჯერ კიდევ არ შემოსულა სადგურში გაიქეცით მისი მოძრაობის მიმართულებით, სადაც პირველი ვაგონი ჩერდება, თან იყვირეთ, რომ მგზავრებმა გააფრთხილონ დისპეტჩერი, გაჩერდით შავ-თეთრ დაფასთან, (ან ზოლთან)სწორედ თქვენ წინ გაჩერდება მატარებლის პირველი ვაგონი. 3) თუ მატარებელი ახლოსაა და ვერ ასწრებთ ამოსვლას გაუნძრევლად დაწექით რელსებშუა, ყოველ სადგურზე ლიანდაგებს შუა არხის სიღრმე 50 სანტიმეტრია, ასე, რომ მატარებლის არცერთი მექანიზმი თქვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგეხებათ. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას! 367 4-ს მოსწონს 1-ს არა
|