სხვა "სინამდვილეში კაცია"-ალჟირელ ოლიმპირ ჩემპიონს ქალებში მამაკაცის ორგანოები აღმოუჩინეს 6 ნოემბერი, 13:15 სპორტსმენს არაფერი აქვს ქალის, მაგრამ გააჩნია ყველაფერი, რასაც ბუნება აძლევს მამაკაცს, მათ შორის ტესტოსტერონის მაღალი დონე. ოლიმპიადამდე და მის შემდეგ სპორტულ სამყაროს ალჟირელი ტრანს მოკრივე იმან ხელიფის გარშემო სკანდალი ატყდა. სპორტსმენმა ქალთა ნაკრებში იასპარეზა და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. საინტერესოა, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ბრძოლამდე, ხელიფმა ჩააბარა სქესის ტესტი, რომლის შედეგებმა აჩვენა XY ქრომოსომის (მამაკაცის ქრომოსომა) არსებობა. საერთაშორიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა( IOC ) ეს ტესტი მნიშვნელოვან მტკიცებულებად არ მიიჩნია და ალჟირელ ქალს თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა. ალჟირელები ამბობენ, რომ ხელიფი მათი ეროვნული გმირია და ყველა არაკეთილსინდისიერს ურჩევდნენ გაჩუმდნენ. თავად სპორტსმენი ბულინგის შესახებ საუბრობს და ადვოკატის მეშვეობით განცხადებაც კი შეიტანა პარიზის პროკურატურაში, რათა უჩივლოს ჰაიტერებს. სია საკმაოდ ვრცელია. დაწყებული მედიის წარმომადგენლებით და ილონ მასკით თუ ჯოან როულინგით დამთავრებული. „ყველაფერი, რასაც ჩემზე სოციალურ ქსელებში ამბობენ, ამორალურია. მე მინდა მთელს მსოფლიოში ჩემზე აზრი შეეცვალოთ. ჩემს პიროვნებაზე თავდასხმებმა, ჩემს წარმატებას განსაკუთრებული გემო მისცა. ამ ტურნირში მონაწილეობის სრული კვალიფიკაცია მაქვს. მე ისეთივე ქალი ვარ, როგორც ყველა სხვა. მე დავიბადე როგორც ქალი, ვცხოვრობ როგორც ქალი და ვარ ქალი“, - ამტკიცებდა მაშინ ხელიფი. თუმცა ფრანგულმა გამოცემა Le Correspondent-მა გამოაქვეყნა დოკუმენტური მასალა, სადაც საუბარია მოკრივის სამედიცინო კვლევებზე. პარიზის Bicêtre საავადმყოფოსა და ალჟირის მოჰამედ ლამინ დებაგინის საავადმყოფოს შიდა საბუთებში წერია, რომ ხელიფს არც საშვილოსნო აქვს და არც საკვერცხეები - ქალებისთვის დამახასიათებელი ორგანოები. მაგრამ სამაგიეროდ მაგნიტო რეზონანსულმა ტომოგრაფიამ გამოავლინა სათესლეები საზარდულის არხებში და მიკროპენისი "კლიტორის ჰიპერტროფიის" სახით. სპორტსმენის ჯანმრთელობას აკვირდებიან ავტორიტეტული ენდოკრინოლოგები - პროფესორები და უნივერსიტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელები სუმაია ფედალა და ჟაკ იანგი, ხოლო 2023 წლის მონაცემებით, ხეიფს გამოუვლინდა პათოლოგია ალფა-5-რედუქტაზა 2-ის დეფიციტის სახით - ეს არის ტიპოგენეტიკური ანომალია, რომელიც იწვევს ტესტოსტერონის და დეჰიდროანდროსტერონის მეტაბოლურ დისფუნქციას. ასეთ ადამიანებში მამაკაცის სასქესო ორგანოები პრაქტიკულად არ ვითარდება, რის გამოც ბავშვის სქესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ქალი. თუმცა, კიდევ ერთმა ტესტმა დაადასტურა, რომ ხელიფი არის ნორმალური მამრობითი კარიოტიპის 46, XY მატარებელი. და თუ ვიმსჯელებთ ჰორმონების დონის მიხედვით, სპორტსმენს აქვს "ტიპიური მამრობითი ტესტოსტერონის დონე 14, 7, ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი არ აღემატება 3-ს. სპორტსმენს რეკომენდაცია გაუწიეს ამოეკვეთა სათესლე ჯირკვლები და შემდეგ დაეწყოთ ჰორმონალური კორექცია, მაგრამ ექიმების ეს რჩევა იგნორირებული იქნა. საინტერესოა, რომ ხეიფის ჯანმრთელობის შესახებ ყველა ეს დეტალი ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადამდე დიდი ხნით ადრე იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ალჟირელმა ქალთა გუნდში ასპარეზობა შეძლო. სტატიაში დასახელებულია მთავარი ლობისტი, რომელმაც მისი კანდიდატურა წამოაყენა - ალჟირელი მუსტაფა ბერაფა, IOC წევრი და თომას ბახის ახლო მეგობარი. თავად ბერაფა უარყოფს ბრალდებებს, როგორც ჩანს, მთელი ეს ამბავი ქალკაცას გამომჟღავნებით მხოლოდ დასაწყისია. 325 3-ს მოსწონს
|