სხვა 16 წლის გოგონამ ყოფილი შეყვარებული და მისი ოთხი მეგობარი საწამლავით მოკლა 6 ნოემბერი, 10:18
ნიგერიაში 16 წლის სკოლის მოსწავლე ედოს შტატიდან მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მან ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაწყვიტა და მოწამლა არა მარტო ის, არამედ მისი მეგობრებიც. ამის შესახებ ნიგერიული გამოცემა Daily Post-ი იუწყება.
ქალაქ აკაჰიაში 26 ოქტომბერს დილით მამამისი 19 წლის ემანუელ ელოგას მოსანახულებლად მივიდა. ბინაში მან ხუთი ახალგაზრდა აღმოაჩინა, მათ შორის მისი ვაჟიც. ისინი ყველა უგონო მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. მალე გაირკვა, რომ საწამლავი წიწაკის წვნიანში იყო გარეული, რომელიც 16 წლის აიშა სულეიმანმა მოამზადა. "ბინაში შესვლისას მამამისს დერეფანში დახვდა შვილის მეგობრის უსიცოცხლო სხეული, შემდეგ საძინებელში საწოლზე საკუთარი შვილის და მისი შეყვარებულის ცხედრები დახვდა, ხოლო მისი ვაჟის კიდევ ორი მეგობრის, სახელად სამუელ აიეგვალო და ჯეფრი აიეგვალო, რომლებიც მისაღებში აღმოაჩინა და -ძმანი იყვნენ. ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა სიკვდილის კონსტატირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერტები, ეჭვმიტანილი განყოფილებაში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი საქმე სპეციალური გამოძიებისთვის გადაეცა სისხლის სამართლის სახელმწიფო საგამოძიებო დეპარტამენტს“.-განაცხადა პოლიციის კომისარმა პიტერ ოზიგიმ. გოგონა ელოგისთან რომანტიკულ ურთიერთობაში იყო, თუმცა ახალგაზრდები ერთმანეთს დაშორდნენ და გოგონამ გადაწყვიტა შური ეძია ყოფილ შეყვარებულზე . თუმცა ელოგიმ წვნიანი, რაშიც აიშამ საწამლავი გაურია, მის მოსანახულებლად მისულ მეგობრებსაც აჭამა. პოლიციას თავად დამნაშავის გადარჩეენა მოუწია. ახალგაზრდა მამაკაცის განრისხებული მეზობლები, როდესაც გაიგეს მომხდარის შესახებ, მისი ლინჩის წესით გასამართლებას ცდილობდნენ. ამ დროისთვის გოგონა ციხეშია გადაყვანილი.თუ რომელი საწამლავი გამოიყენა აიშამ, არ სახელდება. 187 2-ს მოსწონს
|