x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138385
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
მედვედევი ტრამპს აფრთხილებს,რომ კენედის ბედი მოელის, თუ ის ზელენსკის მომარაგებას არ შეწყვეტს
image

მან ასევე განმარტა, რომ საუკეთესო გზა იმისთვის, რომ 5 ნოემბერი იყოს "სასიამოვნო" ამერიკის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატებისთვის, არის გააგრძელონ კიევის ნაცისტური რეჟიმის განადგურება !


„სამყარო გაშეშდა უხერხულ პოზებში ოკეანის გაღმა პინდოსტანში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს. ჩვენ მათგან რაიმე მოლოდინის არანაირი მიზეზი არ გვაქვს" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram- არხზე ამერიკის არჩევნების შესახებ


მან ასევე გააკეთა რამდენიმე განცხადება, რითაც განმარტავს, თუ რატომ ვერაფერს მოიგებს რუსეთი აშშ-ის არჩევნებიდან, ამიტომ ორიენტირებულები არიან გამარჯვებებზე "სპეცოპერაციის" ზონაში.(ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში შეჭრას)


  • რუსეთისთვის არჩევნები არაფერს შეცვლის, რადგან კანდიდატების პოზიციები სრულად ასახავს ორპარტიულ კონსენსუსს ჩვენი ქვეყნის აუცილებლად განადგურების შესახებ.

  • კამალა სულელია, გამოუცდელი, კონტროლირებადი და გარშემომყოფების ეშინია. ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრებისა და თანაშემწეების სინკლიტი, პლუს ირიბად ობამას ოჯახით იმართება.

  • დაღლილი ტრამპი, რომელიც ახმოვანებს აბსურდებს, როგორიცაა "მე შემოგთავაზებთ გარიგებას" და "მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა...(გულისხმობს რუსეთს)", ასევე იძულებული იქნება დაემორჩილოს სისტემის ყველა წესს. მას არ შეუძლია შეაჩეროს კონფლიქტი. არც ერთ დღეში, არც სამ დღეში, არც სამ თვეში და თუ ის ამას ნამდვილად ეცდება, ის შეიძლება გახდეს ახალი JFK.(ჯონ ფიჯერალდ კენედი)

  • მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: რამდენ ფულს მისცხებს ახალი POTUS-ი(ანუ პრეზიდენტი) სხვისი შორეული ომისთვის, მათი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის და ბანდერას ნაძირალებისთვის.

  • მაშასადამე, საუკეთესო საშუალება იმისა, რომ 5 ნოემბერი იყოს სასიამოვნო ამერიკის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატებისთვის, არის გავაგრძელოთ კიევის ნაცისტური რეჟიმის განადგურება!



  • შეგახსენებთ, 1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტს ჯონ ფიჯერალდ კენედის დალასში თავში ორი ტყვია ესროლეს.


    სიკვდილს თავად ტრამპიც სასწაულად გადაურჩა, როდესაც ტყვიამ ყურის ძირი გაუკაწრა.

    2
    351
    2-ს მოსწონს
    ავტორი:არაჩანდა
    არაჩანდა
    Mediator image
    Mediator image
    351
      
    5 ნოემბერი, 17:42
    მას არ შეუძლია შეაჩეროს კონფლიქტი. არც ერთ დღეში, არც სამ დღეში, არც სამ თვეში და თუ ის ამას ნამდვილად ეცდება, ის შეიძლება გახდეს ახალი JFK.(ჯონ ფიჯერალდ კენედი)
    თუ შეჩერებას ეცდებაო..... ეს მუქარა კი არა, გაფრთხილებაა, რომ ზურგში მიიღებს დარტყმას....
    მტერი რეალურად უნდა შეაფასო და არ უნდა მიაწერო სხვათა ცოდვები...
    5 ნოემბერი, 17:38
    მგონი წაკითხულის აღქმასთან გვაქვს საქმე.... სათაური ტექსტის საპირისპიროა.....
    0 1 2