x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
პერუში საფეხბურთო მოედანს მეხი დაეცა, ერთი ფეხბურთელი დაიღუპა და შვიდი დაზიანდა
image
ჭექა-ქუხილის დროს საფეხბურთო მატჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეჯიბრება ღია სივრცეში დაუყოვნებლიბ უნდა შეწყდეს, რადგან ხშირია ასეთ ადგილებში ელვის დაცემის ალბათობა, მით უფრო თუ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, სადაც ელვის დაცემა ძალიან ხშირად ხდება.



სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა პერუს საფეხბურთო ჩემპიონატში. შეხვედრის ორგანიზატორებმა არ შეაჩერეს შეხვედრა ძლიერი ელჭექის მიუხედავად.



არც მთავარ არბიტრს შეუჩერებია საფეხბურთო მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო შემთხვევა როცა საფეხბურთო მოედანს მეხი დაეცა და ტრიბუნაზე რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმემ კი მძიმე დამწვრობა მიიღო და ჰოსპიტალში სასწრაფოდ გადაყვანა გახდა საჭირო.



სწორედ წინა სავალალო გამოცდილების გაუთვალისწინებლობას შეეწირა 39 წლის პერუელი ფეხბურთელი ხოსე უგო დელა კრუს მესა, ხოლო შვიდი ფეხბურთელი დამწვრობებით და სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანა.




შეხვედრა მიმდინარეობდა კლუბებს "ხუვენტუტ ბელავისტასა" და "ფამილია ჩოკას" შორის, რა დროსაც მოულოდნელად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რასაც ძლიერი წვიმა მოჰყვა. შეხვედრის მთავარი არბიტრის თქმით ის ელოდებოდა შეხვედრის ორგანიზატორებისაგან მითითებას შეხვედრის შეწყვეტის შესახებ და როცა მითითება არ მიიღო, თავად მიიღო გადაწყვეტილება შეხვედრის შეჩერებაზე, სწორედ ამ დროს დაეცა საფეხბურთო მოედანს მეხი, რამაც ერთერთი გუნდის მცველი შეიწირა, მეკარე და რამდენიმე ფეხბურთელი კი მძიმედ დაშავდნენ.

0
111
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
111