x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ბრიტანელ მოდელს სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აეკიდა
image


ბრიტანელმა მოდელმა ები კლენსმა( Abbey Clancy) დაიჩივლა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები აედევნენ.




ბრიტანელი მოდელი ები კლენსი ამტკიცებს, რომ მის ავტომობილის სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (UFO) აედევნა . ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.


კლენმა მათთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა The Therapy Couch პოდკასტზე, რომელსაც იგი მეუღლესთან ერთად უძღვება. მისი თქმით, იგი ლონდონის მახლობლად მდებარე გზატკეცილზე მანქანის მართვისას უცნაური ფენომენის მოწმე გახდა.



"რაღაც ძალიან უჩვეულო რამ ვნახე. მოქუფრული წვიმიანი დღე იყო, წვიმდა, მაგრამ გადაიღო. მზის ჩასვლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, აღარც ბუნებრივი შუქი იყო საკმარისიდა არც ქუჩის განათება იყო ჩართული. უცებ ჩემი მანქანის ზემოთ იყო სამი მოგრძო ობიექტი გამოჩნდა -მანათობელი თეთრი შუქით"

ები კლენსი




მოდელი ირწმუნება, რომ მანათობელი ობიექტები მიუახლოვდნენ და გარკვეული დროით მოძრაობდნენ მანქანის უკან. მერე თითოეული თავისი მიმართულებით გაიფანტნენ და მხედველობიდან არიდან გაუჩინარდნენ.


ოთხი შვილის დედამ დასძინა: „მინდა უცხოპლანეტელების ექსპერტი დამიკავშირდეს და მითხრას, ის, რაც დავინახე.მართლა უცხოპლანეტელები იყვნენ თუ არა .. არანაირი ახსნა არ არსებობს.

image

”ისინი თითქოს დაცურავდნენ და მოძრაობდნენ იმავე სიჩქარით. უცნაურია.''


ორიოდე წლის წინ ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა დემი ლოვატომ, თქვა, რომ კალიფორნიაში, ჯოშუა ტრის ეროვნულ პარკში, უცხოპლანეტელების ხომალდი ნახა.

.ამის გარდა აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, მის 28-ე დაბადების დღეს, იგი კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან და ჰქონდა "გასაოცარი ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება".


რუსი მომღერალი კატია ლელი(ნამდვილი გვარი ჩუპრინინა), ასევე ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან ჰქონდა მუდმივი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც სამი კბილი ამოაცალეს სრულიად უმტკივნეულოდ(ნახე ბმული)

0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0