x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ამერიკელი მომღერალი დარწმუნებულია,რომ უცხოპლანეტელთა ხომალდი ნახა
image

ამერიკელმა მომღერალმა დ მსახიობმა დემეტრია დევონ ლოვატომ, რომელიც მისი თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია როგორც დემი ლოვატო, თქვა, რომ კალიფორნიაში, ჯოშუა ტრის ეროვნულ პარკში, უცხოპლანეტელების ხომალდი ნახა.


არტისტის თქმით, მან დაინახა დიდი ლურჯი ფერის ბურთი, რომელიც მიფრინავდა მიწიდან დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე და ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა რამ, თუ არა უცხოპლანეტელთა ხომალდი.


- ეს ნამდვილად ცვლის თქვენს წარმოდგენა სამყაროზე. თავიდან გაქვთ ეჭვი, შემდეგ კი მოულოდნელად თქვენი ვარაუდი დადასტურდება. ეს ნამდვილად ცვლის თქვენს რეალობას, ” - განუცხადა ლოვატომ ყოველდღიურ გამოცემა E!-ს ჟურნალისტს.


დემიმ ადრე განაცხადა, რომ ერთი წლის წინ, მის 28-ე დაბადების დღეს, იგი კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან და ჰქონდა "გასაოცარი ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება".



ის და მისი რამდენიმე მეგობარი იჯდნენ ღია ცის ქვეშ, უყურებდნენ ვარსკვლავებს და მედიტირებდნენ, მისი თქმით, ცდილობდნენ უცხოპლანეტლებთან გონებრივი კონტაქტის დამყარებას. მალე ცაზე დიდი შუქები გამოჩნდა და ყველა დამსწრე სიტყვასიტყვით დაფარა სიყვარულის ტალღებით.


-მე ვფიქრობ, რომ უცხოპლანეტელები არიან ძალიან მზრუნველი, ძალიან ინტელექტუალური არსებები, რომლებიც უბრალოდ ზრუნავენ ჩვენი პლანეტის ინტერესებზე, რადგან ჩვენ გვჭირდება დახმარება, - თქვა მომღერალმა.


ის ასევე დარწმუნებულია, რომ ჩვენში უცხოპლანეტელები ჩვენს შორისაც არიან. მისი აზრით, ისინი საზოგადოებაში ფარულად ცხოვრობენ მას შემდეგ, როდესაც ადამიანებმა ატომი გაყვეს და გამოიგონეს ბირთვული იარაღი.

image

დემი ლოვაროს სამსახიობო კარიერა იწყება 2002-2003 წლებში, როდესსაც ითამაშა საბავშვო სერიალში „ბარნი და მეგობრები“, 7 წლის ასაკში, სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომესი, ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“ (2009).



2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა. 2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „ციხიდან გაქცევა“. სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში „როკი საზაფხულო ბანაკში“ მიჩი ტორესის როლზე (2008). 2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში „სანის აქვს შანსი“. 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „რუხი ანატომია“.



2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Don’t Forget“. პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას ასლზე მეტი, და ალბომი Billboard 200-ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში. 2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი „Here We Go Again“ რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200-ში გაყიდვების რაოდენობით, გაიყიდა 108, 000 ასლი ასევე პირველ კვირაში. დემის მესამე და მეოთხე სტუდიური ალბომები ბევრად მოთხოვნადი იყო, ვიდრე მისი პირველი და მეორე ალბომები. მისმა მეხუთე ალბომმა „Confident“, რომელიც მან 2015 წლის 16 ოქტომბერს გამოუშვა, გაყიდვების მიხედვით რეკორდი მოხსნა მსოფლიოს 150 ქვეყანაში. მისი ჰიტები „Cool For The Summer“ და „Confident“ ახლაც ჩარტების სამეულში ტრიალებდა.

0
429
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0