სხვა 20 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულზე თქვენს შეხედულებას შეცვლის 4 ნოემბერი, 9:36 ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ეს იშვიათი და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და აქამდე უხილავ არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. დღეს, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ სწორედ ისეთი უნიკალური ფოტოების სერია, რომელიც წარსულს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ. მაშ ასე, ისტორიის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა გახსნილად ცხადდება!ქვედა საცვლების მწარმოებელი ქარხნის მუშათა გაფიცვა, 1937 წელირუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ II ფინეთში ბანაობისას, 1908 წლის აგვისტომურმანსკის მახლობლად ბრიტანელი ჯარისკაცები ირმებთან პოზირებისას, 1944 წელიბრტყელეკრანიანი ტელევიზორი პროგრამის ჩაწერის ფუნქციით, აშშ, 1961 წელირიქშა ზულუს ტომიდან, სამხრეთ აფრიკის კავშირი, 1930 წელივალენტინა ტერეშკოვა და ნილ არმსტრონგი, სსრკ, 1970 წელიმედდა კატრიონა მაკასკილი ახალშობილს წონის, შოტლანდია, 1959 წელისტომატოლოგის ასისტენტი რადიოს ბოლო ხმაზე უწევს რათა პაციენტს ტკივილისგან ყურადღება გადაატანინოსმატარებელი რომი-ნეაპოლი, 1955 წელიცნობილმა მონადირემ ჯიმ კორბეტმა მოკლა ვეფხვი, რომელმაც 430 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბრიტანეთის ინდოეთი, 1907 წელიჯეს დიქსონის მფრინავი მანქანა, რომლის 40 ცხ.ძ ძრავი მას 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების საშუალებას აძლევდაკუ - კლუქს - კლანის წევრთა ქორწილი, აშშ, 1926 წელიგერმანელი სტუდენტი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს ფაშისტების სიმბოლოს - არწივის განადგურებაში ეხმარება (გერმანიის დღევანდელი გერბი იდენტურია კარლ-ტობიას შვაბის მიერ 1926 წელს შემუშავებული გერბისა, რომელიც 1928 წლიდან ვაიმარის რესპუბლიკის გერბს წარმოადგენდა. მასზე დატანილი არწივი ჯერ კიდევ "რაიხსადლერად" ანუ იმპერიის არწივად მოიხსენიებოდა)ექიმი-ნევროლოგი, დიუშენ დე ბულონი ნერვებზე ელექტროენერგიის გავლენას იკვლევს, საფრანგეთი, 1862 წელიპირველი მსოფლიო ომის დროს გაზის ნიღბებით აღჭურვილი ცხენები, 1918 წელიპრეზერვატივების შემოწმება, 1935 წელიადგილი, სადაც მონებით ვაჭრობდნენახალი ამბების მოლოდინში ასტრონავტ დონ აიზლის მეუღლე "Apollo 7"-ის კოსმოსში გაფრენის შემდეგ, რომლის კაპიტანიც მისი მეუღლე გახლდათ, 1968 წლის 11 ოქტომბერიპაპი იოანე XXIII საკუთარი "Mercedes-Benz 300"-ის კურთხევისას, 1960 წელიფერადკანიანი ბავშვები თეთრკანიანი თანატოლების გართობას შორიდან აკვირდებიან, რომლებთან მიახლოების უფლებაც მათ არ ჰქონდათ, აშშ, 1956 წელი537 შეფასება არ არის |