ნამცხვრები მსოფლიოში ყველაზე კარგი ტორტი (ნორვეგიული ტორტი «Verdens Beste Kake») 5 ნოემბერი, 8:23 მსოფლიოში ყველაზე კარგი ტორტი – სწორედ ასე ითარგმნება ნორვეგიული ტორტის – «Verdens Beste Kake» სახელი. ფაქტობრივად, ეს ორ ფენიანი ნამცხვარია, მოხარშული კრემით. ინგრედიენტები:მასალა 2 ცომისთვის: კარაქი — 100 გრ. მასალა ბეზესთვის: კვერცხის ცილა — 4 მასალა კრემისთვის: რძე — 500 მლ. მომზადება:I. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 4-5 წთ. ვიდრე არ აფუმფულდება > დაამატეთ შაქარი და ვანილინი და თქვიფეთ კიდევ 2-3 წთ. > დაამატეთ ცალ–ცალკე კვერცხის გული და ყოველი დამატების შემდეგ, ათქვიფეთ > ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს შეურიეთ > ფქვილის მესამედი დაუმატეთ მასას და დასაკრემით გადაურიეთ > დაამატეთ რძის ნახევარი და ისევ გადაურიეთ > დაამატეთ ფქვილის ნაწილი, ისევ გადაურიეთ > დაამატეთ დარჩენილი რძე, ისევ გადაურიეთ > და დარჩენილი ფქვილიც დაამატეთ > ყველაფერი კარგად შეურიეთ. მიიღებთ კკრემისებრ მასას. II. საცხობ ფირფიტაში ჩაფინეთ პერგამენტი და ზემოდან კარაქი გადაუსვით > მოათავსეთ პერგამენტზე ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ. III. ბეზეს მოსამზადებლად, თასში მოათავსეთ ცილა და დაამატეთ მარილი > იმდენ ხანს თქვიფეთ, ვიდრე მკვრივ მასას არ მიიღებთ > ნელ–ნელა, დაამატეთ შაქარი და თან თქვიფეთ > ბოლოს კი, სიმკვრივისთვის, დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ. IV. ბეზე მოათავსეთ ცომზე და დასაკრემით გადაასწორეთ > ზემოდან მოაყარეთ ნუშის ფანტელი. V. გამოაცხვეთ 190°С–ზე – 10 წთ–ის მანძილზე, შემდეგ ტემპერატურა 160°С–მდე შეამცირეთ და აცხვეთ 30 წთ. VI. როდესაც შეგრილდება, 2 ნაწილად გაყავით და ცხაურზე გადაიტანეთ გასაციებლად. VII. თასში მოათავსეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, ვანილინი, სახამებელი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > რძე მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ნელ–ნელა დაამატეთ თასში მოთავსებულ მასას, თან სულ ურიეთ > გადაიტანეთ მასა ქვაბში და დადგით ცეცხლზე > ხელის სათქვეფით ურიეთ და როდესაც ადუღდება, 1 წუთი ხარშეთ. VIII. ქვაბს სამზარეულოს აპკი გადააკარით და დადგით გასაციებლად. IX. როდესაც კრემი გაცივდება, ათქვიფეთ ნაღები (ნაღები ცივი უნდა იყოს) > კრემს ნელ–ნელა დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, თან სულ თქვიფეთ. X. ერთი ფენა გადაიტანეთ ლანგარზე > ზემოდან მოათავსეთ კრემი და დასაკრემით გადაასწორეთ > ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა და ფრთხილად დააწექით > შეინახეთ მაცივარში 12 სთ–ით. ტორტი ძალიან ნაზი გამოდის. არხის სხვა სიახლეები:* უძველესი ისტორიები დედამიწის სიღრმეში არსებულ სამყაროზე* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)* ვინ არის დამნაშავე? – 3 დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას262 2-ს მოსწონს
|