x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138390
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
დედამიწის ქერქი არც ისე მყარია, როგორც გვგონია – უცნაური აღმოჩენა

სკოლის სახელმძღვანელოებში წერია, რომ დედამიწა 3 ნაწილისგან შედგება. ესენია: ქერქი, მანტია და ბირთვი. ბირთვის გარე ნაწილი, ნახევრად თხევადია, მანტია – თხევადი, ხოლო ქერქი, რომელზეც დავდივართ, მყარი. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია სრული არ არის... დედამიწის ზედა ქერქი, ნამდვილად მყარია, მაგრამ მეორე – შიდა მხრიდან, ის დნება და დედამიწის წიაღში, "წვეთ–წვეთად" იღვრება.


image


მეცნიერებისთვის, ამ მოულოდნელი და სრულიად ახალი გეოლოგიური პროცესის მტკიცებულებები, თურქეთში, ანატოლიის ზეგანზე აღმოაჩინეს. ამ უცნაურ პროცესს მკვლევარებმა, ჯერ–ჯერობით, – ლითოსფერული წვეთ წარმოქმნა უწოდეს. შესაძლოა, ამ პროცესების შესახებ, ვერასდროს გაგვეგო, რომ არა სატელიტური ფოტოები, რომელზეც ექსპერტებმა, დედამიწის ზედაპირზე მრგვალი მონახაზი შენიშნეს, რომელიც პლანეტის წიაღში იწევს.

თანამგზავრის მონაცემების კვლევის შედეგით, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ როდესაც პლანეტის ქერქის ქვედა ნაწილის ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულამდე იწევს, ის თაფლივით წელვადი ხდება.


image


ქერქის ეს, ნახევრად თხევადი ცხელი ფენა, დედამიწის მანტიაში იწყებს ჩასვლას. ხოლო, როდესაც ეს სტრუქტურა მანტიაში იძირება, თან უფრო ზედა ფენებსაც ითრევს. მოცემულ შემთხვევაში. ანატოლიის ზეგანზე მდებარე კონიანის აუზი, პლანეტის სიღრმეში, წელიწადში 2 სმ–ით იძირება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მსოფლიო არქეოლოგიაში

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)

* მსოფლიოში ყველაზე კარგი ტორტი (ნორვეგიული ტორტი «Verdens Beste Kake»)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
170
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0