ფოტოგრაფია 10 ისტორიული ფოტო, რომელიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ 3 ნოემბერი, 9:20 დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო პიროვნებებისა და ისტორიული მოვლენების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გადაღებული.ბარბარა ბრილსკასაბჭოთა მაყურებელი ბარბარა ბრილსკას ელდარ რიაზანოვის საახალწლო კომედიიდან "ბედის ირონია ანუ გაამოთ" იცნობს, თუმცა პოლონელმა მსახიობმა სულ მცირე კიდევ რამდენიმე ათეულ ფილმში ითამაშა. გარდა ამისა, ბარბარა საკმაოდ თამამ ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.ჰარი ჰუდინიცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი ცნობილი გახდა ტრიუკებით, რომელსაც ის რთულ პირობებში ბორკილებისაგან გასათავისუფლებლად იყენებდა. ჯაჭვებით დაბმული ტრიუკების ოსტატი ამ ფოტოზე წყალში ჩასაყვინთად ემზადება, ბოსტონი, 1906 წელი. ჰარი ჰუდინი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის მიერ მისთვის მუცელში მუშტის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ჰუდინი ადამიანებს უფლებას აძლევდა, მისთვის დაერტყათ, რათა საკუთარი არაჩვეულებრივი მუცლის პრესის დემონსტრირება მოეხდინა. ჰარი სწორედ ასეთი მორიგი დარტყმისგან საავადმყოფოში, შინაგანი სისხლჩაქცევებისგან გარდაიცვალა.გოგონა ძაღლითეს ფოტო ისეთივე მომაჯადოებელია, როგორი მომაჯადოებლებიც შეიძლება ბავშვები და ცხოველები იყვნენ. პატარა გოგონა აღფრთოვანებულია იმით, რომ ამ უზარმაზარი ძაღლის გვერდით პოზირებს, 1950 წელიბეტი პეიჯიცნობილი ამერიკელი ფოტომოდელი ბეტი პეიჯი "პინ-აპის" "დედოფალი" გახლდათ. მართალია, ამ სტილში მერლინ მონროსაც და ბეტი ბროსმერსაც კი იღებდნენ, თუმცა პეიჯმა მაყურებელი თავისი საოცრად წვრილი წელით მოხიბლა. ასევე, ბეტი პეიჯი გახლავთ პირველი მოდელი, რომელიც ჟურნალ "Playboy"-თან თანამშრომლობდა."სამსახურეობრივი რომანის" გადაღების პროცესიცოტამ თუ იცის, რომ რეჟისორ ელდარ რიაზანოვის 1977 წელს გადაღებული ცნობილი კომედიური ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო - "ზღაპარი ხელმძღვანელი კონკიას შესახებ", თუმცა სახელწოდება დირექტორთა საბჭომ დაიწუნა და მისი შეცვლა მოითხოვა.სკანდინავიური სერვისიასე ემსახურებოდა 1969 წელს "SAS Scandinavian Airlines"-ი საკუთარ გზავრებს. ამგვარ მენიუს "შვედური მაგიდა" ეწოდებოდა და მისი არჩევა მგზავრებს გაფრენის წინ წარმოდგენილი რამდენიმე ვარიანტიდან შეეძლოთ. შესაბამისად, ასეთი ფურშეტისთვის საჭირო იყო ბილეთის მითითებულ ღირებულებაზე ცოტა მეტის გადახდა.სინდი კროუფორდიამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი 1990-იან წლებში პოპულარობის პიკში იყო. გოგონამ ერთმანეთის მიყოლებით მყისიერად დაიპყრო მსოფლიო მოდის სახლები. მისი ფოტოების რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ ძნელია მათგან რამდენიმე საუკეთესოს არჩევა - ყველა სურათზე სუპერმოდელი მომხიბვლელად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. 90-იანების ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული სახე დღეს 58 წლის არის და კვლავ საოცარ ფორმაშია.კარლა ბრუნიიტალო-ფრანგმა მოდელმა კარიერა სიმღერით დაიწყო. კარლა შესანიშნავად მღერის და მუსიკასაც თავადვე წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მესამე ცოლი ქმრის ჩრდილში არასდროს ყოფილა. კარლა საკმაოდ ეფექტური და თვალისმომჭრელი გარეგნობით გამოირჩევა, რომლის წყალობითაც ის წამყვანი მოდის ჟურნალების ფურცლებზე, ისევე როგორც მსოფლიო პოდიუმებზეც არაერთხელ გამოჩნდა.სკოლა ღია ცის ქვეშ1950-იან წლებში ნიდერლანდებში მასწავლებლები კარგ ამინდში გაკვეთილს ბავშვებს ღია ცის ქვეშ უტარებდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ჰოლანდია გახლავთ ქვეყანა, სადაც მზიანი და თბილი დღეების დათვლა თითებზეც კი შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აუცილებელიც კი იყო.ჯოან კოლინზიბრიტანელ ჯოან კოლინზს ჰოლივუდში სიამოვნებით შეხვდნენ. კინოკომპანია "XX Century Fox"-მა ახალგაზრდა მსახიობთან კონტრაქტი ზედმეტი ყოყმანის გარეშე გააფორმა. ლამაზი და მოხდენილი ჯოანი მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე მოეწონა, შესაბამისად, მსახიობს როლებიც მოემატა და პოპულარობაც. დღეს, ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი 91 წლის არის და კვლავ შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია.425 შეფასება არ არის |