ფოტოგრაფია ფატალური კავშირები: ნაცისტებთან ურთიერთობაში მყოფი ქალების ტრაგიკული ბედი 2022, 4 მაისი, 21:43 გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ ათასობით ქალი, რომლებიც გერმანელ ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან პირად ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, მათივე თანამოქალაქეების ხელით იქნენ გამოააშკარავებულნი და სიკვდილით დასჯილნი.ყველაზე აქტიურად თანამემამულეებს ფრანგები სდევნიდნენ. გათავისუფლებულმა საფრანგეთმა მარცხისგან და ქვეყნის გახლეჩისგან გამოწვეული სიბრაზე საკუთარ ქალებზე გადაიტანა."L'épuration sauvage" ("ველური წმენდა")-ის სახელით ცნობილმა კოლაბორაციონისტების გამოვლენისა და დასჯის კამპანიამ, გერმანელებთან კავშირში ეჭვმიტანილი 30 000-მდე გოგონა საჯაროდ დაამცირება.ხშირად თავის გადაპარსვით არ კმაყოფილდებოდნენ, ქალებს საღებავებით სახეზე სვასტიკას ახატავდნენ ან შუბლზე დამღას ასვამდნენ.იყო ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევებიც, როცა გოგონებს უბრალოდ ხვრეტდნენ, ბევრი ასეთ სირცხვილს ვერ უძლებდა და თავს იკლავდა.ასეთი ქალები "ეროვნულ უღირსებად" იყვნენ გამოცხადებულნი და ბევრს ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უფლებების შემცირებით.ხალხში ამ ბოლო წელს "ეროვნული სირცხვილის წელს" უწოდებდნენ. მსგავსი რამ ევროპის სხვა გათავისუფლებულ ქვეყნებშიც ხდებოდა.მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კიდევ ერთ ასპექტზე - გერმანელი სამხედრო მოსამსახურეებისგან დაბადებული ბავშვების შესახებ სამარცხვინოდ დუმდნენ. ისინი იყვნენ ორჯერ გარიყულები - პირველი წარმოადგენდნენ ქორწინების გარეშე დაბადებულებს და მეორე - იყვნენ მტერთან კავშირის შედეგად ამქვეყნად მოვლენილები.სხვადასხვა შეფასებით, იმავე საფრანგეთში 200 ათასზე მეტი ე.წ "ოკუპაციის შვილი" დაიბადა, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, იგივე ფრანგები მათ მიმართ საკმაოდ ლოალურები იყვნენ, შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გერმანული ენისა და გერმანული სახელების დარქმევის აკძალვით.ბავშვებისა და მოზრდილების მხრიდან გახშირებული თავდასხმების გამო, ბევრმა დედამ საკუთარ შვილზე უარი თქვა და ისინი ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.სხვათა შორის, დღევანდელ გერმანიაში არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც ფრანგი დედისგან დაბადებული გერმანელი ჯარისკაცების შვილებს გერმანიის მოქალაქეობის უფლება აქვთ.ნორვეგიაში დაახლოებით ასეთ 15 ათასს გოგონას წელიწადნახევრის განმავლობაში იძულებითი შრომა მიესაჯა, ხოლო მთავრობის განკარგულებით თითქმის ყველა ბავშვი გონება ჩამორჩენილად გამოცხადდა, რომლებიც საბოლოოდ, ფსიქიატრიულ კლინიკებში იყვნენ გაგზავნილნი, სადაც 60-იან წლებამდე დარჩნენ.ნორვეგიის პარლამენტი მხოლოდ 2005 წელს მოუხდის ოფიციალურად ბოდიშს ყველა ამ უდანაშაულო მსხვერპლს და მიყენებული მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით მათ 3 ათასს ევროსაც გამოუყოფს. აღნიშნული თანხა გაზრდას იმ შემთხვევაში ექვემდებარებოდა, თუკი დაზარალებული დოკუმენტურ მტკიცებულებებს წარმოადგენდა რომ ის თავისი წარმოშობის გამო სიძულვილის, შიშისა და უნდობლობის მსხვერპლი იყო.897 1-ს მოსწონს |