ფოტოგრაფია 24 იდუმალი ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერ გაიგებთ რა ხდება 2022, 4 ნოემბერი, 11:50 ხანდახან უყურებ ფოტოს და ფიქრობ - ნეტავ, აქ რა ხდება? ან რატომ არის ეს აქ? ან საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? და როცა გაარკვევ - თუ რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. წარმოგიდგენთ 24 რარიტეტულ ფოტოს, რომელზეც ახსნის გარეშე ვერ მიხვდებით თუ რა ისტორიულ მოვლენასთან გაქვთ საქმე.1. ამერიკული ბომბდამშენი "B-29 Enola Gay"-ის ეკიპაჟის წევრები, სწორედ ამ ბომბდამშენიდან ჩამოაგდეს ატომური ბომბი ჰიროსიმაზე 1945 წელს2. "On-Line Systems"-ის ფირმის თანამშრომლები მსოფლიოში პირველი ეროტიკული თამაშის გარეკანისთვის პოზირებენ, აშშ, 1981 წელი3. ძეხვის გამყიდველი პირველი მსოფლიო ომის სანგრებში, საფრანგეთი, 1915–1918 წწ4. ბედნიერი ბებია კლიფორნიის საუკეთესო მარიხუანით ხელში, 1973 წელი5. "მიკი მაუსის" პირველი ოფიციალური ვიზიტი სსრკ-ში, სსრკ, 1980 წელი6. ამერიკის ფოსტა 1912 წელს, ასეთი მოწყობილობების საშუალებით აგროვებდნენ ფოსტით სავსე ტომრებს საფოსტო მატარებლები7. შავი კატების კასტინგი საშინელებათა ფილმისთვის, ჰოლივუდი 1961 წელი8. ბიკინის კონკურსი, კალიფორნია, 1986 წელი9. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკაში კარგი ცხოვრების დასტურად ამერიკაში ასეთ ღია ბარათებს უშვებდნენ10. პოლიციელ - ქალს საცურაო კოსტიუმის სიგრძის გამო სანაპიროდან ორი გოგონა გაჰყავს, 1922 წელი, აშშ11. 1942 წელს მსახიობი მერლინ ჰეირი დადებული პირობის შესასრულებლად ფრონტზე გაემართა, რათა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით 10 000 ჯარისკაცისთვის ეკოცნა12. ფეხების სილამაზის კონკურსი სტამბულში, 1971 წელი13. უძრავი კიბე, რომელიც უცნობი კალატოზის მიერ ასობით წლის წინ იქნა აგებული, დღეს ხელშეუხებელია. ხის კიბე, იერუსალიმის ძველ ქალაქში, წმინდა სამარხის ეკლესიის ფასადის მეორე იარუსის მარჯვენა ფანჯარაზეა მიმაგრებული. კიბე ეყრდნობა ლავგარდანს და მიმაგრებულია სარკმელზე, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაშია. კიბე ქრისტიანობაში რელიგიათაშორისი განსხვავებების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კიბის ამ ადგილზე ყოფნა ტაძრის მფლობელ ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის შეთანხმებას ნიშნავს, რომელიც გულისხმობს რომ ტაძარში ექვსივე კონფესიის თანხმობის გარეშე არაფრის გადაადგილება, გარემონტება ან შეცვლა არ შეიძლება.14. ლეგენდარული ტრავინი, რომლის სახელიც მსოფლიოს მრავალ ველოკლუბს ეწოდა. რატომ? 1928-1931 წლებში მან მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე ველოსიპედით გაიარა საბჭოთა კავშირის საზღვარი, მათ შორის ქვეყნის არქტიკული სანაპიროც!15. "Permanents"-ი თმის დახვევის მოწყობილობის ნიმუში, 1938 წელი16. ჯარების ომამდელ "მხარდაჭერთა" ჯგუფი, მე-3 ქვეითი დივიზია, ჰავაი, ამერიკა, 1933-38 წლები17. გერმანელი მონაზონის მარია როზენტალის მუმიფიცირებული თავი, მე-18 საუკუნე. ისტორიული მონაცემებით, მარიას დედა, მონაზონი ჟოზეფინა, მამაკაცის გარეშე - უმანკო ჩასახვით დაორსულდა. დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, მარიამი კი მონასტერში წმინდანად შერაცხეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის და დედამისი ჰერმაფროდიტები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი თავის განაყოფიერება თავადვე შეეძლოთ. ბოდვაა თუ სიმართლე ეს ყოველივე, დღემდე უცნობია
18. "ტუ – 114"-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი (1959 წელი), ის იმდენად დიდი იყო, რომ მგზავრების ჩამოსაყვანად ნიუ-იორკის აეროპორტის სტანდარტული ტრაპის სიმაღლეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი19. ინგლისელი საცირკო შემსრულებელი, ძალოსანი და კასკადიორი - ჯოან როუდსი იდეალურ ფორმას ბინის დაწმენდა - დასუფთავებით ინარჩუნებს, 1958 წელი20. ნიანგების ფერმის თანამშრომელი გოგონა, აშშ, 1926 წელი
21. ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს შორის მოჰავეს უდაბნოში არის ლოდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვად ითვლება, 1951 წლის 15 ოქტომბერი22. საარჩევნო პლაკატი წარწერით "თქვენ - უმრავლესობა ხართ", საფრანგეთი, 1969 წელი23. ბავშვის ბოროტი სულებისგან დაცვა, თურქეთი, 1937 წელი24. ნათესავების ინფექციურ საავადმყოფოში მონახულება, ოსლო, 1905 წელი2180 1-ს მოსწონს |