ამოცანები ვინ არის დამნაშავე? – 3 დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს) 3 ნოემბერი, 9:17 კონან დოილის და აგათა კრისტის ნაწარმოების კითხვისას, ბევრი ჩვენგანი კრიმინალური გამოცანის, ჰოლმსამდე და პუარომდე ამოხსნას ცდილობს და ახლა უკვე იმავეს გაკეთება, გერმანელი ინსპექტორის ვარნიკეს საქმეების გაცნობისაც შეგვიძლია: შანტაჟის გამოაშკარავება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, კრიმინალისტებს, ვინმე მოლეს გამოაშკარავებას ცდილობდნენ, რომელიც ბოროტ შანტაჟებში იყო ეჭვმიტანილი. ის ადრეც იყო დაკავებული სამართალდამცავების მიერ, მაგრამ ფაქტზე დაკავება ვერ მოახერხეს. დაკითხვებზე ის კატეგორიულად უარყოფდა, ან საქმესთან, თავის რაიმე სახით კავშირს. ერთხელ, მოლემ ინსპექტორ ვარნიკეს თავად დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა. მას სურდა ინსპექტორისთვის ის წერილი ეჩვენებინა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, შანტაჟისტისგან მიიღო. — საწერ მაგიდასთან ვიჯექი, — დაიწყო მოყოლა მოლემ. — უეცრად გატეხილი მინის ხმა გაისმა, და აივნიდან ქვა შემოვარდა, რომელზეც წერილი იყო გამობმული. ქვა ლარნაკს მოხვდა, რომელიც აქ, მაგიდის კუთხეში იდგა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ვიღაცის სულელური ხუმრობა იყო. მაგრამ როდესაც წავიკითხე, მივხვდი, რომ საქმე ბევრად უფრო ცუდად იყო. აი, თავად ნახეთ: ეს წერილი იმ წერილებს ჰგავს, თქვენ რომ მაჩვენებდით დაკითხვაზე. მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს — ჩემი უდანაშაულობის დამაჯერებელი მტკიცებულება არის. — თქვენ საკუთარ თავს ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეთ! აი, ახალ კი ყველაფერი გარკვეულია. – თქვა ინსპექტორმა – ამრიგად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თქვენს უღირს საქციელს წერტილი დავუსვათ.
კითხვა: რა გარემოებამ მიიყვანა ინსპექტორი ამ დასკვნამდე (პასუხის გასაღები სურათზეა)? მოპარულია ბოკალი ინსპექტორი ვარნიკე აჩქარებული ნაბიჯით შევიდა მუზეუმში, სადაც მუზეუმის დირექტორი უკვე ელოდა: — საერთოდ ვერ წარმომიდგენია, ბატონო ინსპექტორო, ვის რაში დასჭირდა XVII საუკუნის ბოკალი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელია! გუშინ საღამოს ის ადგილზე იყო. ჩემს შემდეგ დარბაზში უცხო პირი არ შესულა. მე თავადვე დავკეტე კარები. მუზეუმს უკვე წლებია ცოლ-ქმარი ცეიზიგები ალაგებენ და რა თქმა უნდა, მათზე ეჭვს ვერ მივიტანთ. — დიახ, ბატონო ინსპექტორო, წუხანდელი დასუფთავების დროს, ყველაფერი რიგზე იყო — დაადასტურა დირექტორის სიტყვები ბატონმა ცეიზიგმა. ამის შემდეგ, ინსპექტორი წუთით ჩაფიქრდა და უეცრად ჰკითხა ცეიზიგს: — რამდენი ხანია, რაც სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებთ? კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი ვარნიკე, რომ ბოკალი ცეიზიგებმა მოიპარეს? (სურათს დააკვირდით, პასუხის გასაღები მასზეა) ევრიკა! ინსპექტორი ვარნეკი და მისი ორი დამხმარე დამნაშავეებს მისდევდნენ. კვალმა ისინი სარდაფის ფანჯარასთან მიიყვანა. მათ კედლის ამოშვერილ ნაწილზე თოკი მიამაგრეს და სარდაფში ჩავიდნენ. სარდაფის დათვალიერებაც ვერ მოასწრეს, რომ უეცრად, სიცილის ხმა გაიგონეს და თოკი, რომელიც ფანჯრიდან იყო გადმოკიდებული, გაქრა. დარჩნენ ასე სარდაფში, გარედან დაკეტილი კარით და თოკის გარეშე. უიღბლო კანონდამცველებმა ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ თუ ერთმანეთს მხრებზე დაადგებოდნენ, ზემოთ მყოფი ფანჯრის რაფას მისწვდებოდა. მაგრამ, როგორ არ ეცადა ინსპექტორი ვარნიკე ფანჯრამდე ხელის მიწვდენას, ვერაფრით მოახერხა. მას სულ რაღაც 5 სანტიმეტრი არ ჰყოფნიდა. მათ გამოსავალი არ ჰქონდათ, უნდა შეჰგუებოდნენ საკუთარ მდგომარეობას, დარჩენილიყვნენ სარდაფში და დახმარებას დალოდებოდნენ. მაგრამ, უცბად ინსპექტორმა ვარნიკემ წამოიძახა: «ევრიკა! გამოსავალი ვიპოვე».
პასუხი: I. აივნის ფანჯრისკენ ნასროლი ქვა ისეთი ტრაექტორიით ვერ იმოძრავებდა, რომ ჯერ ფანჯარა გაეტეხა, ხოლო შემდეგ ლარნაკი. II. ცეიზიგების ოჯახი მათმა პროფესიონალურმა ჩვევამ დაღუპა. ბოკალის მოპარვის შემდეგ, მათ დამცავი ვიტრინის ნამტვრევები მოაგროვეს და გადაყარეს. III. — ჩვენ ადგილები უნდა გავცვალოთ, — გაუზიარა თანამშრომლებს იდეა ვარნიკემ. — ყველაზე მაღალი პირამიდის თავში უნდა იყოს. შესაბამისად, მას ყველაზე გრძელი ხელებიც ექნება და ფანჯარასაც თავისუფლად მისწვდება. არხის სხვა სიახლეები:* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 7 (30 ფოტო)* როგორ დავუმეგობრდეთ საკუთარ კატას? – სამეცნიერო კვლევის შედეგები და რეკომენდაცია* ფარაონების საფრენი საშუალებები და ეჭვი, რომ ტუტანხამონის ნაადრევი სიკვდილი მფრინავ აპარატს უკავშირდება* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას262 შეფასება არ არის
|