x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის მიზეზები რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ 3 მიზეზს ასახელებს, რის გამოც არჩევებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 54.23 %-ი მიიღო:



"არ ვიცი რა უნდა ვთქვა და ამიტომ არ ვამბობ არაფერს.


საბოლოო შედეგები რომ დაიდება, დამკვირვებლების და ოპოზიციის ახსნებსაც რომ მოვისმენ, მერე ვიტყვი სათქმელს.


1. ომის შიში.


2. ნაქირავები ხალხით შეჯიბრი.


3. უშინაარსო, ოლიგარქიული ოპოზიციია


ეს არის მიზეზები რატომაც საარჩევნო მეწყერი არ მოხდა.


სხვა არაფერი ვიცი - დარღვევებზე ინფორმაცია სანამ არ მექნება."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, პარტია "ქართული ოცნება" ლიდერობს 54.23%-ით, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს ჯამში - 37, 44% მიიღეს.





0
284
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
284