x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ ამაშია, დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ” – გია ხუხაშვილი
image

.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:



"IPN-ზე გავიდა ჩემი კომენტარი მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
აქ მინდა მცირე დამატებითი განმარტება გავაკეთო ამ თემაზე:
.
ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს - ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას ევრო-კავშირში გაწევრიანების გზით და შესაბამისად გარდაუვალს ხდის რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციას.
.
შესაბამისად, პრო-ევროპული პარტიები ამ პროცესში ჩვენთვის არიან არა იმდენად ლიდერები, რამდენადაც ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტები და არა უმეტეს ამისა.
.
ჩემის აზრით, ასეთი განცდაა საზოგადოებაში და ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ იმაშია, თუ როგორ გადაიქცნენ ინსტრუმენტებიდან ლიდერებად და დაგვარწმუნონ, რომ მათ სასიკეთო ცვლილებების მხოლოდ სურვილი კი არა, შესაძლებლობაც აქვთ.
.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პროცესს და რა ზომების მიღებისთვის არიან მზად იმ დათქმით, რომ ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება ახლა დაიწყებს ბარტყების გადმოყრას მათ ნაწილობრივ დასამშვიდებლად. მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინებს ე.წ. რუსულ კანონს და ა.შ.
.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენი, საზოგადოების მიზნად რჩება საქართველოს ევრო-კავშირში გაწევრიანება და მის მისაღწევად უკომპრომისოდ ვიბრძოლებთ იმისდამიუხედავად, თუ ვინ გამაგრდება ხელისუფლებაში".
.


0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0