კოლექციები 13 კაშკაშა კოსტიუმი, რომლებიც ცნობილებმა 2024 წლის ჰელოუინისთვის მოირგეს 1 ნოემბერი, 14:54 ჰელოუინი წელიწადის ის დროა, როდესაც ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ ფანტაზიებს გასაქანი მისცენ. გამონაკლისი არც 2024 წლის ჰელოუინი იყო და ცნობილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაგვაოცეს თავიანთი კრეატივით. აქ იყო საკულტო ფილმების გმირები, უჩვეულო კოსტიუმები პოპ-კულტურიდან, ზოგიერთმა მოულოდნელი მემეც განასახიერა.
დიახ, როგორც შენიშნეთ, ჰელოუინის კოსტიუმი აღარ არის მხოლოდ საშიში, ეს უბრალოდ კოსტიუმია. თუმცა ზოგი დღემდე ირჩევს ხალხის დაშინებას ძველმოდური გზით. კრისტინა აგილერა მოირგო დრაკულას კოსტიუმი 1992 წლის ფილმიდან. რეჟისორი ნაიტ შიამალანი გამოჩნდა ჯოკერის კოსტიუმში ფილმიდან „ბნელი რაინდი“.ჰალი ბეილი პატარა ქალთევზის როლის შემსრულებელი გარდაისახა ჰალი ბერის გმირად ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმიდან „მოკვდი სხვა დღეს“ (2002). ეს იმიტომ, რომ მსგავსი სახელები აქვთ?ჰალი ბერი თავად ჰალი ბერი უბრალოდ ალქაჯი გახდა. სტანდარტული.პერის ჰილტონი პერის ჰილტონს ნოსტალგია მოეძალა და ბრიტნი სპირსის როლი მოირგო კლიპიდან „Oops!…I Did It Again“ და უმა თურმანის გმირის როლი 1994 წლის ფილმის „მაკულატურა“ პოსტერიდან.ენ ჰეთეუეი მსახიობმა გადაიცვა თავისუფლების ქანდაკების საშიში ვერსია. წარწერა მაისურზე: Boo York City.კიმ კარდაშიანი ალბინოს ალგიტორად გარდაისახა.კაილი ჯენერი მან აირჩია 1968 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის „ბარბარელა“ მთავარი გმირის კოსტიუმი.ირინა შეიკი თითქმის არ განსხვავდება ორიგინალისგან ლარა კროფტის სტილში 2001 წლის ფილმიდან.ედ შირანი მუსიკოსმა საინტერესო არჩევანი გააკეთა: ჩაიცვა ნეიროქსელის მიერ შექმნილი მისი სურათი მაიმუნის კოსტიუმში, რომელიც მემედ იქცა.ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი ჰელოუინის დედოფალმა და მისმა ქმარმა კიდევ ერთხელ გაგვაოცეს. აირჩიეს უცხოპლანეტელების კოსტიუმები სტივენ სპილბერგის 1982 წლის ფილმიდან.ჟანელ მონე ეს როგორ! ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ასევე უცხოპლანეტელის კოსტიუმის მორგება გადაწყვიტა. კონცეფცია და შესრულება განსხვავებულია, მაგრამ მაინც რა დამთხვევაა.ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად კარგად იცნობთ ჰელოუინს და მის ტრადიციებს? 15 ვარსკვლავი, რომელთაც მოჰბეზრდათ ჩვეულებრივი სამოსი და გაბედეს ექსპერიმენტები ევას კოსტიუმში: ცნობილი ქალების 20 ვნებიანი ფოტოსესია გველებთან ერთად 14 ვარსკვლავის სამოსი, რომელიც სავსე იყო საიდუმლო მნიშვნელობით და ვერ შევამჩნიეთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავური კაბები, რომლებიც უკნიდან დიდებულად გამოიყურება 142 შეფასება არ არის |