x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139056
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
Old Man of Hoy - ბუნების საოცრება შოტლანდიაში, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად

image
სურათზე ხედავთ შოტლანდიაში, ორკნეის კუნძულებთან ჰოიას დასავლეთ სანაპიროზე არსებულ რეალურ კლდეს, რომელმაც მისი უცნაურობით გაითქვა სახელი და მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად.
ამ დროს გამახსენდა კაცხის სვეტი რომელიც საქართველოს მოქალაქეების 1%-ს თუ აქვს ახლოდან ნანახი და რომელიც ბევრად უფრო სანახაობრივი და ღირებულია ვიდრე ეს ეროზიული კლდე, რომელსაც არცთუ შორეულ მომავალში დაშლა და დანგრევა ემუქრება გამოფიტვის და ზღვის ხშირი შტორმების გამო. კლდის სიმაღლე 137 მეტრია და ის შედგება ეროზიული ქვიშის ქანებისაგან. თავად სვეტი ეყრდნობა ბაზალტის საფუძველს, რომელიც ბევრად მყარია, ვიდრე წითელი ქვიშის ქანები, სწორედ ამიტომ ჩამოიშალა სვეტის ერთი ნაწილი, რომელიც აღწერილია ბრიტანელი მეცნიერების მიერ გასულ საუკუნეში.

"Old Man of Hoy" ძალიან პოპულარული ადგილია ალპინისტებისათვის. პირველი ასვლა სვეტზე მოხდა 1966 წელს, კლდის სვეტზე ასვლას დასჭირდა 3 დღე, რადგან აღნიშნულ ადგილზე მუდმივად ქრის გამჭოლი ქარი. კლდის ასაკი მეცნიერების ვარაუდით 400 წელია.

ეს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა იზიდავს ტურისტებს და თავგადასავლების მაძიებლებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც მკაცრი სილამაზე და ექსტრიმი იზიდავთ.

imageimageimageimage



0
44
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
44