x
image
Yoona
Mediator image
ლოგიკით თუ ინტუიციით ხელმძღვანელობთ? სწრაფი ტესტი 5 ოპტიკური ილუზიით 
პიროვნული ტესტები პოპულარული, მარტივი და საინტერესო მეთოდია საკუთარ თავზე რაღაც ახლის გასაგებად. ოპტიკური ილუზიები რთული გამოსახულებებია, რომელთა ახსნა ყველას თავისებურად შეუძლია. მათ ხშირად იყენებენ აზროვნების ტესტებში ან პიროვნების ტიპის დასადგენად. რა თქმა უნდა, ეს არ არის კლინიკური ფსიქოლოგების ინსტრუმენტი, მაგრამ საინტერესოა მათი ნახვა და გაანალიზება, რას ამბობს ტვინი თქვენზე.



image



შეხედეთ ამ 5 ოპტიკურ ილუზიას და გვითხარით, რას ხედავთ. საკუთარ თავს მოულოდნელი მხრიდან აღმოაჩენთ და გაარკვევთ, რა გმართავთ, ლოგიკა თუ ინტუიცია. გახსოვდეთ, რომ სწორი პასუხები არ არსებობს და შედეგები სტატიის ბოლოს გელოდებათ.



1. როგორ იხსნება ფანჯარა?

image


ა. გარეთ

ბ. შიგნით



2. ვინ ვის ეხუტება?

image

ა. ქალი ეხუტება კაცს

ბ. კაცი ეხუტება ქალს



3. რა დაინახეთ პირველად?

image

ა. თავის ქალა

ბ. ორი კოსმონავტი



4. რა დაინახეთ პირველად?

image

ა. კატა

ბ. სახე



5. რა დაინახეთ პირველად?

image

ა. ხე

ბ. მამაკაცის სახე



ტესტის შედეგები:

ყველა პასუხი არის „ა“ ვარიანტი - ინტუიცია

ინტუიციური ადამიანი ხართ. თითქმის ყველა სიტუაციაში გრძნობებს ენდობით. დიდი ალბათობით, დაკვირვების და ინსტინქტური მსჯელობის კარგი უნარები გაქვთ. როცა სირთულეები წარმოიქმნება, ცდილობთ გაუმკლავდეთ პრობლემებს, განსაკუთრებით მათ, რომელთა მოგვარებაზეც ბევრი ადამიანი უარს ამბობს.



ყველა პასუხი არის „ბ“ ვარიანტი - პრაგმატიზმი

სიტუაციის შესაფასებლად ან პრობლემის მოსაგვარებლად პრაქტიკულ მიდგომას იყენებთ. ხშირად ფიქრობთ იმაზე, როგორ გაამარტივოთ რაღაც და გახადოთ უფრო კომფორტული. ბრწყინვალე და კრეატიული იდეები გაქვთ, ამიტომაც გაფასებენ სამსახურში. შეუმჩნეველი არსად რჩებით, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, სადაც სხვა ყველა მარცხდება.



მეტი პასუხი „ა“ ვარიანტში - ლოგიკა

ალბათ, თავადაც არ იცით, რომ ლოგიკით ხელმძღვანელობთ. ყოველთვის დიდ დროს ხარჯავთ თქვენი აზრების მკაფიოდ ორგანიზებაში და შემდგომი ქმედებების თანმიმდევრობის განსაზღვრაში. ამ თვისების წყალობით ახერხებთ შეცდომების თავიდან აცილებას ან მინიმუმამდე შემცირებას. შესანიშნავი თვისებაა, თუნდაც ცოტა მეტ დროს მოითხოვდეს. რა საჭიროა გარისკვა, თუ შესაძლებელია საკითხის მოგვარება უფრო უსაფრთხო მეთოდით?!



მეტი პასუხი „ბ“ ვარიანტში - გამოცდილება

ეს შედეგი აჩვენებს, რომ თქვენი გამოცდილება თქვენთვის მნიშვნელოვანია. წარსულში მიღებული გამოცდილება გაკვეთილია, რომელსაც ითვალისწინებთ. ზოგჯერ თქვენს გადაწყვეტილებებს შეიძლება ეწოდოს ნაჩქარევი და დაუფიქრებელი, მაგრამ შემდგომში მიღებული გამოცდილება სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგჯერ გიჭირთ ისეთი პრობლემების მოგვარება, რომელთაც პირველად აწყდებით, თუმცა შიშის დამარცხებით ყველაფრის გადალახვას შეძლებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხასიათის გემო: რას ამბობს საყვარელი სოუსი თქვენზე?

პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ

ტესტი: წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ

აირჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ, რა არის თქვენი ხასიათის უნიკალური თვისება

სახალისო ტესტი: როგორ ატარებთ ჩანთას? თქვენს პასუხს ბევრი რამის თქმა შეუძლია


0
199
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
199