x
image
Yoona
Mediator image
პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ
imageსაკუთარი თავის ძიება ადამიანის მთავარი ამოცანაა. გთავაზობთ კიდევ ერთი საინტერესო და ზუსტი ტესტის გავლას, რომელიც თქვენი პიროვნების ტიპს განსაზღვრავს. მაიერს-ბრიგსის ტესტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეადგინეს იმისთვის, რომ ქალებს სამუშაო ადგილის მოძებნაში და ომში წასული მამაკაცების ჩასანაცვლებლად დახმარებოდათ. ჯერ კიდევ ბევრი დასავლური კომპანია სამუშაოს მაძიებლებს ამ ტესტის გავლას სთხოვს, რომ გაიგონ პოზიცია მათთვის შესაფერისი არის თუ არა.

თქვენ მხოლოდ 4 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი და ასოების შეთანხმება მიიღოთ, ხოლო შედეგებს ჩვენ გაჩვენებთ.

მაიერს-ბრიგსის ტესტი

მოცემული პასუხებიდან ერთი შეარჩიეთ


1.თქვენ ძალიან დაღლილი ხართ, სამუშაო კვირა დაძაბული იყო და ბოლოს და ბოლოს წინ დასვენება გელოდებათ, როგორ გაატარებთ ამ დროს?

E: მეგობრებს დავურეკავ, გავიგებ თუ რა გეგმები აქვთ. მათთან ერთად ფილმის საყურებლად უნდა წავიდე ან ბოულინგი ვითამაშო და ახალ რესტორანში ვისადილო.

I: დასასვენებლად სახლში დავრჩები და ტელეფონს გამოვრთავ. აბაზანაში ჩავწვები, სერიალს ვუყურებ და დავიძინებ.

2.ამ ორი აღწერიდან რომელი უფრო კარგად გახასიათებთ?

S: ყველა ქმედების ანალიზს ვაკეთებ და საქმის რეალურ მდგომარეობს ვივიწყებ, ყურადღებას უფრო დეტალებს ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრება აქ და ახლა, და არა ჩემს ოცნებებში.

N: მე მიყვარს ოცნება და მიმდინარე მოვლენებზე სცენარების შექმნა. ყველაფერს ფილოსოფიურად ვუდგები. ინტუიცია - ჩემი მთავარი მრჩეველია და არა რომელიმე ანალიტიკა.

3.კონკურენტი კომპანია თქვენს გადმობირებას ცდილობს. თქვენ ყველაფრის აწონ-დაწონვას ცდილობთ: იქ უფრო ბევრს გიხდიან, მაგრამ აქ მეგობრული გუნდია და უფროსმა მინიშნება მოგცათ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ მის ადგილას რეკომენდაციას თქვენ გაგიწევთ. როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება?

T: კონკურენტი კომპანიის შესახებ ყველა მისაღებ ინფორმაციას შევისწავლი, მეგობრებს რჩევას ვკითხვავ, ახალი ვაკანსიის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს ჩამოვწერ. საკითხს სერიოზულად მივუდგები.

F: წავალ ახალ სამსახურში თუ არა შინაგან განწყობაზე იქნება დამოკიდებული. აი თუ გადაწყვეტილების მიღების დღეს გავიღვიძე და წასვლას გადავწყვეტ, წავალ.

4.თქვენ ძალიან ახლო მეგობრის ქორწილში მოწმე ხართ და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში ეხმარებით. ქორწილის დღემდე ორი კვირა დარჩა. მომზადების საქმე როგორ მიდის?

J: უკვე დავიქირავე ორკესტრი, საქმროსთვის სახუმარო თამაშები მოვიფიქრე და წყვილის საუკეთესო მომენტებისგან ვიდეო პრეზენტაცია მოვამზადე. სალონში ჩავეწერე და ტანსაცმელი შევარჩიე.

P: გადაჭარბებული წვეულებები არ მიყვარს. უპირატესობას სპონტანურობას ვანიჭებ. ვიმხიარულებ და სადღეგრძელოს დროს ხუმრობებს ვიტყვი და მეტს არაფერს გავაკეთებ.

ახლა კი თქვენი პასუხების ასოები რიგის მიხედვით დააწყვეთ და თქვენი პიროვნების ტიპის შესახებ შედეგი წაიკითხეთ.

ESTJ - რეალისტი, უფროსი

ძალიან შრომისუნარიანი, სოციალურად ადაპტირებული პიროვნება, რომელსაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. დეტალურად გეგმავს, გარშემო სამყაროს პრაქტიკულად უყურებს. ახლობლების მიმართ სიყვარულის და ზრუნვის გამოხატვა შეუძლია, უყვარს მხიარული დროსტარება. კარგი ბუნების არის, მაგრამ მატყუარა, შეიძლება ხასიათი სწრაფად შეეცვალოს და ჯიუტი იყოს. ყველგან წესრიგი, დაგეგმვა და ორგანიზება უყვარს. მაგრამ ყველაზე მეტად - გარშემომყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება და საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირება მოსწონს.

ENTJ - მეწარმე

საკუთარი შესაძლებლობების მკაფიოდ გამოხატვა შეუძლია, ადვილად ნახულობს შთაგონებას და ახალ საქმეს იწყებს. იზიდავს დინამიური სპორტის სახეობა, რომელიც მძაფრ შეგრძნებებს იწვევს. ახალ ტენდენციებს გრძნობს, რისკზე მიდის, ინტუიციას ეყრდნობა. კონტროლის მოთხოვნის და ლიდერობის უჩვეულო უნარი აქვს. ამ ხალხს ბევრი შესაძლებლობა და ფიქრები აქვთ, რასაც თანმიმდევრულ და დროულ საქმიანობამდე მიჰყავთ.

ESFJ - მეთვალყურე

ასეთი ხალხი სუფთა, კეთილგანწყობილი, წესრიგის მიმდევარი და მაღალი აღმასრულებლები და მზრუნველები არიან. ისინი ენერგიით ავსებენ საკუთარ თავს და ყველაფერს, რასაც ხედავენ, ისმენენ, გრძნობენ. ადამიანებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ადვილად ეცნობიან და ძალიან გუნდურია. საკუთარ ინტერესებს სხვა ადამიანების გულისთვის ყოველთვის სწირავენ. საკუთარი თავის და სხვების ღრმა ანალიზი შეუძლიათ. ამ ხალხს შორის ხშირად გვხვდება ექიმი, სამხედრო პირი ან მეხანძრე.

ESTP - მოუსვენარი

ამ ტიპის ადამიანს ხელმძღვანელობა უყვარს და დაქვემდებარებას საერთოდ ვერ იტანს. სიტუაციის ანალიზის დროს მოქმედების კონკრეტული გეგმის შედგენა უყვარს, რომელსაც მკაცრად ასრულებს. ისწრაფვის მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს და შეუძლია კონკურენტი ნებისმიერი მეთოდით, თუნდა ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩამოიშოროს. შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი, ზუსტი, თითქმის ღირებული, ობიექტური და მკაფიო პასუხი გასცეს. ასეთი ადამიანები ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებიან, ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და რისკზე თამამად მიდიან. გარშემომყოფებს მათი მომავალი ნაბიჯის გათვლა უჭირთ, მაგრამ ამ ადამიანებს ყოველთვის განსაზღვრული გეგმა აქვთ.

ENFJ - მენტორი

მათი ყურადღება გარშემომყოფებზე არის მიმართული და კარგად იციან თუ ვის რა სჭირდება. ინტუიცია კარგად აქვთ განვითარებული. ის სუპერ ემოციური პიროვნებაა, რომელსაც სხვების თანაგრძნობა და ემოციების ფართო სპექტრის გამოვლენა შეუძლია. გამოხატული მიმიკა და მეტყველება ახასიათებთ. სიყვარულში ძალიან ეჭვიანები და დომინანტები არიან. ადამიანებში კარგად ერკვევიან.

ENTP - გამომგონებელი

ამ ტიპის ადამიანს ინტერესის ფართო სპექტრი აქვს. ის ყოველთვის რაღაცას სწავლობს და იდეების გენერატორია. არ მოსწონთ რუტინა და ტრადიცია, სამსახურში სწრაფად ერგება სიახლეებს. კარგი ლოგიკური აზროვნება და ფანტაზიის უნარი აქვთ, ამიტომ ყოველთვის ინოვატორები არიან. საკუთარ აზრს ადვილად გამოხატავენ და შეუძლიათ ხელმძღვანელის პოზიციების დაკავება. თუმცა ხშირად იცვლიან არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ საქმიანობის სფეროს, რადგან ყველაფრის შესწავლა სურთ.

ESFP - შემსრულებელი

ადამიანებში კარგად ერკვევა და უყვართ მათი მანიპულირება. უპირატესობას სუსტ და მკაფიოდ გამოკვეთილი ხარვეზების მქონე ადგილას ხელმძღვანელობას ანიჭებენ. მოსწონთ დისტანციის დაჭრა, საზოგადოებაში ხშირად საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. სხვა ადამიანების თვალში ასეთი ადამიანი ორიგინალური პიროვნების იმიჯს ტოვებს, მაგრამ ხშირად ასეთი არაა. დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ძალიან მოუთმენლები არიან, ამიტომ უფრო ხშირად იწყებენ ბიზნეს, ვიდრე ასრულებენ. ამასთან საკუთარ თავთან ჰარმონიისკენ მიისწრაფვიან.

ENFP - გამარჯვებული

უყვარს შემოქმედებითი საქმიანობა, ერთფეროვნებას და რუტინას ვერ იტანს. კომუნიკაბელურია, ხალხთან ურთიერთობის სფეროში რჩევების გაცემა უყვარს. ძალიან ენერგიული და ცნობისმოყვარეა. ექსტრავერსიის, ინტუიციის, მგრძნობელობის ნაკრები მას სამუშაოს ეფექტურად შესრულების საშუალებას აძლევს. ხშირად სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს და შეუძლია რთულ სიტუაციებს თავი გაართვას.

ძალიან ჰარმონიული პიროვნება ინტელექტის მაღალი დონით. შეუძლია ბალანსის შენარჩუნება გარემოებების შეცვლის შემთხვევაშიც.

INFP - რომანტიკოსი

ლირიკოსი და მეოცნებე არის, პირველ რიგში შინაგან ჰარმონიას ანიჭებს უპირატესობას. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეკონომია არ შეუძლია, ხოლო სამუშაოს დროს დასვენება უყვარს. თვითგანვითარებისკენ მიისწრაფვის, მსოფლიოს და საკუთარი თავის ახალი ჰორიზონტების შეცნობა უყვარს. სხვა ადამიანებს კარგად გრძნობს და კარგი ინტუიცია აქვს.

ISFP - კომპოზიტორი

ჩვეულებრივი ცხოვრებით ტკბობის უნარი აქვს, ერთფეროვნებას და რუტინას ადვილად იტანს. ადამიანებთან ადვილად კონტაქტობს, მათ პირად სივრცეს პატივს სცემს, ამასთან მსგავს ურთიერთობას მათგან მოითხოვს. ასეთი ადამიანები საერთოდ არა კონფლიქტურები არიან და ბევრს ხუმრობენ. ხშირად გეხმარებიან, უყვართ იგრძნონ, რომ ვიღაცას სჭირდება და სხვა ადამიანის თვალში მნიშვნელოვანია. ძალიან ერთგული და საიმედოა. სამყაროს და ადამიანებს ისეთად აღიქვამს, როგორიც არის და მათ შეცვლას არ ცდილობს. ისინი თავშეკავებულები და პრაქტიკულები არიან.

INTP - კრიტიკოსი

ეს ტიპი - ფილოსოფიური განათლებით არის სავსე. ძალიან სერიოზულია გადაწყვეტილების მიღების დროს და ბევრს აანალიზებს, ამიტომ ყოველთვის დაძაბულია. ემოციების დიდად გამოხატვა არ უყვარს, სითბოს და კომფორტს აფასებს. საკმაოდ მძიმედ ეგუება ცვლილებებს. არ არის ნოვატორი, უპირატესობას ტრადიციას, კანონს და მორალურ პრინციპებს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ხშირად წუწუნებს და სხვებს აკრიტიკებს.

INFJ - კონსულტანტი

ადამიანებს და მათ შორის ურთიერთობას კარგად აღიქვამს. ადვილად განსაზღვრავს განწყობას და ფარულ ნიჭს, ამასთან ხშირად მას რჩევისთვის მიმართავენ. თავად ძალიან მგრძნობიარეა და აგრესიას და სიყვარულის ნაკლებობას ძნელად იტანს. ძალიან ძლიერი ინტუიცია გააჩნია. თვითგანვითარებით არის გატაცებული. ამ ტიპის ადამიანს კაცობრიობისთვის მსახურობის გრძნობა აქვს და ამას ძალიან ორგანიზებულად და მოწესრიგებულად აკეთებს.

INTJ - მუზა

ხმაურიანი კომპანიები არ უყვარს, ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს. თუმცა მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, რომელიც საკუთარ თავში უსაზღვრო შესაძლებლობას მალავს. მისი შესაძლებლობები ყველაფრის გაუმჯობესების სურვილში ვლინდება. სიტყვა, გეგმა, პროექტი, იდეა, ხალხი - ყველაფერი საუკეთესო სურთ, ვიდრე არსებობს. პერფექციონისტები და სილამაზის მოყვარულები არიან. პრიორიტეტების დასახვა იციან.

ISFJ - მეთვალყურე

გადაჭარბებულ თამაშს და ტყუილს ადვილად ამოიცნობს, ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს, ფსიქოლოგიურ დისტანციას იჭერს. საკუთარი პრინციპების ერთგულია. საკუთარი თავის და ახლობლების დაცვა შეუძლია, მორალურ უპირატესობას ვერ იტანს. ძალიან მოწესრიგებული, კეთილგანწყობილი, წესრიგის მიმდევარი, მზრუნველია.

ISTP - ოსტატი

ტექნიკური აზროვნების უნარით გამოირჩევა, ხელით მუშაობა უყვარს, ამასთან ყოველთვის საჭირო დროს დამთავრებას ახერხებს. სამყაროსადმი მისი ხედვა ძალიან კონკრეტულია, მაგრამ მის გულახდილობასთან კომბინაციაში ამან შეიძლება არაპროგნოზირებადი ქმედება გამოიწვიოს.

ISTJ - ინსპექტორი

პედანტურობით გამოირჩევა. საქმეს რეალურად უყურებს. მხოლოდ იმ საქმეს კიდებს ხელს, რომელსაც იცის რომ დაასრულებს. ურთიერთობის გახანგრძლივებაში დაინტერესებული არაა. უპირატესობას ანიჭებს საქმიან ურთიერთობას მხოლოდ საქმიანი კონტაქტის დროს. საბოლოო შედეგზე არის მიმართული. წესრიგი და სიმკაცრე უყვარს, სამსახურში ღრმად ეფლობა და ინფორმაციას სხვადასხვა კუთხით აანალიზებს. ღრუბლებში არასდროს დაფრინავს.

0
1371
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0