x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფრთხილად იყოს. ივანიშვილის შემდეგ მაგათ მიადგებიან" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებისთვის ანგარიშების დაბლოკვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბიზნეს ელიტას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:


"თიბისიმ და საქართველოს ბანკმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის ხაზინის სანქციები ედება ივანიშვილს(აშშ-ს მიერ გაჟონილი ინფორმაციით). თუ გაირკვა, რომ ამერიკული ორგანიზაციის, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლებისთვის ანგარიშების დაბლოკვა ამერიკის ხაზინაზე საპასუხო რეაქციაა და რუსული რეჟიმის დავალებით ხდება, აქციონერებთან პრობლემები შეექმნებათ.პ.ს. დროულად განმარტონ რა ხდება.ზოგადად, ბიზნეს ელიტა ფრთხილად იყოს.ივანიშვილის შემდეგ მაგათ მიადგებიან (თუ რამე გამეგება)"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.


ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ რამდენადმესაათიანი მოკვლევის მიუხედავად, ბანკებმა მათ პასუხი ვერ გასცეს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეიზღუდა ბარათებსა და ანგარიშებზე წვდომა.





0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290