ქალი და მამაკაცი ავარიის შემდეგ ცოლი ქმარს 6 წელი უვლიდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ის სხვა ქალთან წავიდა 30 ოქტომბერი, 13:36 მალაიზიელმა მამაკაცმა ავტოკატასტროფის შემდეგ მიატოვა ცოლი, რომელიც მასზე ექვსი წლის განმავლობაში ზრუნავდა. ამის შესახებ Oddity Central წერს.
ნურულ სუზვანის ქმარი 2018 წელს ავტოავარიაში მოყვა. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მან დაკარგა დამოუკიდებლად გადაადგილების, ჭამის და ლაპარაკის უნარი. სუზვანი მას ყოველდღე სტუმრობდა, აჭმევდა, უცვლიდა საფენებს, რეცხავდა და ეხმარებოდა, რათა თანდათან ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზრუნვის გადასატანად ქალმა პატარა ბლოგი გახსნა, სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უვლიდა ქმარს. სუზვანი ყოველდღე მუშაობდა ქმრის რეაბილიტაციაზე ექვსი წლის განმავლობაში, სხვა საზრუნავების მიუხედავად, მათ შორის უმთავრესი, მათი პატარა ქალიშვილის მოვლა-პატრონობა. თუმცა, როდესაც ექვსი წლის შემდეგ სუზვანიმ და ექიმებმა ის ფეხზე დააყენეს, ქმარი სხვა ქალთან წავიდა. მან განქორწინება სთხოვა სუზვანს, რათა ოჯახი დაეტოვებინა და ახალ საყვარელზე დაქორწინებულიყო. მათი ქორწილის დღეს ქალმა გამოაქვეყნა მოკლე ბლოგპოსტი: „ვულოცავ ჩემს ქმარს, იმედია კმაყოფილი ხარ შენი რჩეულით. აიფა აიზამ, გთხოვ, იზრუნე მასზე, როგორც მე ვზრუნავდი. მე დავასრულე მასთან, ახლა შენი ჯერია, რომ საქმეს ხელი მოკიდო“. განქორწინებისა და ახალი ქორწინების შესახებ ცნობამ სუზვანის ბლოგის მიმდევრები აღაშფოთა. ახალდაქორწინებულებს კრიტიკის და შეურაცხყოფის ქარცეცხლი დაატყდათ თავს. სუზვანს პოსტის წაშლა მოუწია. ის ასევე ცდილობდა გამომწერების დარწმუნებას, რომ ქმრის მიმართ წყენა არ აქვს. მისი თქმით, ისინი მშვიდობიანად დაშორდნენ და საერთო ქალიშვილის ერთად აღზრდას გეგმავენ. 158 3-ს მოსწონს
|