x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ისეთების კნავილს ვისმენ, სამშობლოსთვის კი არა, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ხელი არ გაუწვდიათ“ - ირმა ინაშვილი

image

.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას აფასებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

.


“ისეთი ხალხის კნავილს ვისმენ, ცხოვრებაში სამშობლოსთვის კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის რომ ხელი არ გაუწვდიათ.


ისეთი ხალხის კნავილს ვისმენ, არც ცხინვალის, არც სოხუმის, არც აგვისტოს ომის, არც სააკაშვილის მმართველობისას ბუჩებიდან რომ არ გამომძვრალან და ახლა გახდნენ, თურმე, სიმართლისთვის მებრძოლები, გმირები და პატრიოტები.


ისეთი ხალხი კნავის, არავის ღვაწლს, დამსახურებას, ბრძოლას რომ არ აფასებს და ასე ჰგონია... არა, კი არ ჰგონია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს უახლესი ისტორია მისი დაწერილია. ექვთიმეს ღვაწლი რა იყო, ამან იღვაწა, თურმე, რაც იღვაწა.


თუ არავის არ აფასებ, თუ სხვა ადამიანების ბრძოლა და თავდადება არაფრად მიგაჩნია, ძალიან საბრალო და პატარა ხარ.უცნაური და ჭრელი დროა, ყველა ყველაფერს კადრულობს. მუხრუჭი არა აქვთ. - წერს ირმა ინაშვილი.

.

image

შეგახსენებთ, წინა მოწვევის ორ პარლამენტში ინაშვილის პარტია რამდენიმე დეპუტატით იყო წარმოდგენილი და საპარლამენტო ფრაქციაც ჰქონდათ. 2016 წელს პატრიოტთა ალიანსმა 5, 18% მიიღო, ხოლო 2020 წელს 3, 48% და პარლამენტში მოხვდნენ.

.

ამჯერად სამ პროცენტზე ნაკლები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი და მათთან შეერთებული კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო ვერ მოხვდნენ.

.

მიუხედავად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული არასასურველი შედეგისა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პოლიტიკური პარტია კვლავაც რჩება კვალიფიციურ სუბიექტად და მას საბიუჯეტო დაფინანსება შეუნარჩუნდება.

.


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0