სხვა კოკაინი და მამათმავლობა - რევოლუციამდელი რუსეთის ბინძური გართობები 28 ოქტომბერი, 14:09
ისტორია შთაგვაგონებს რომ წინათ ადამიანები ბევრად უფრო ღვთისმოსავი და ყოველგვარ მანკიერებას მოკლებულნი იყვნენ, თუმცა საკმარისია თანამედროვეთა წერილებსა და დღიურებს გადავხედოთ, რომ ცხადი ხდება ისტორია ბევრ ფაქტს შეგნებულად მალავს.
"სქესის მსახურები"
რუსეთში თავდაპირველად პროსტიტუცია აკრძალული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ნიკოლოზ I ავიდა, სრულიად ნათელი გახდა, რომ ამ უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს არანაირი სასჯელი არ დაემუქრებოდათ, 1843 წელს შეიქმნა "სამედიცინო-პოლიციური კომიტეტი", რომელსაც ყველა მეძავი უნდა დაერეგისტრირებინა და ყველა ბორდელი გაეკონტროლებინა, ასევე პასპორტის ნაცვლად, ყველა გოგონას "შემცვლელ ბილეთს" გადასცემდნენ, რომელსაც მალევე, მისი ფერის გამო, ხალხმა "ყვითელი ბილეთიც" კი შეარქვა.
საინტერესოა, რომ "სტუმრების" მიღება კვირაობით, წირვის დასრულებამდე და წმინდა კვირას იკრძალებოდა, ხოლო ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ პროსტიტუცია კვლავ აიკრძალა. რეგლამენტის თანახმად, ბორდელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ეკლესიიდან 300 მეტრზე ახლოს არ უნდა ყოფილიყო.
მამათმავლობა
რუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული დასჯადი მხოლოდ 1866 წლიდან გახდა, მანამდე მათ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ტოლერანტული იყო. ასე, მაგალითად, პეტერბურგში იმ ადგილების სიაც კი არსებობდა, სადაც ჰომოსექსუალები ერთმანეთს ეცნობოდნენ. მაგალითად, ტაურიდის ბაღში, მეძავ მამაკაცთან შეხვედრაც კი შეიძლებოდა.
ასეთი შეხვედრის ადგილები ქალაქის აბანოებშიც არსებობდა, სადაც მსურველებს მომსახურე პერსონალთან განმარტოება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლო.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსკოვსა და პეტერბურგში ჰომოსექსუალური კულტურაც გაჩნდა. მდიდარ მამაკაცებს, რომლებსაც თავისივე სქესის წარმომადგენლების მიმართ სექსუალური ინტერესი და ლტოლვა გააჩნდა "დეიდებს" უწოდებდნენ. საუკუნის ბოლოს ყველა ჰომოსექსუალს სწორედ ასე ეძახდნენ, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ უკვე "ცისფერებად" მოიხსენიებდნენ.
ნარკოტიკები
რაც შეეხება ნარკოტიკებს, ის უფრო მდიდრებისთვის და შეძლებული ფენის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. თავიდან ბოჰემა თავს ოპიუმით ინებივრებდა, თუმცა შემდეგ დასავლეთიდან მორფინიც შემოვიდა, რომელიც ძირითადად ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ იყიდებოდა, ხოლო მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებოდა.
თუმცა ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკულ საშუალებად რუსეთში მაინც კოკაინი იქცა. თავდაპირველად ის ნევროზების, სიფილისის, ალკოჰოლიზმისა და მორფინის დამოკიდებულების სამკურნალოდ იყო განკუთვნილი.
|