საქართველო
"ეს მათი დიდი გეგმის ნაწილია" - რას წერს შალვა ნათელაშვილი
27 ოქტომბერი, 23:06
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გასვლას აანონსებს:
"არჩევნების გაყალბებით რუსეთმა:
გააჩინა ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ უნდობლობა❗️
ივანიშვილის ხელით გააღრმავა დაპირისპირება ქართველებს შორის, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის❗️
გააღრმავა ნიჰილიზმი და უიმედობა❗️
ხალხს დაუკარგა რწმენა ცვლილებების❗️
ეს მათი დიდი გეგმის ნაწილია, ფსიქოლოგიურად დაანგრიონ ჩვენი ცნობიერება❗️
მათ უნდათ, რომ ისევ ერთმანეთის დადანაშაულება დავიწყოთ, რომ ვითომ არ ვვარგივართ, რომ ვითომ ხალხია ასეთი ქვეყანაში და ვერაფერს შეცვლი, რომ ხელი ჩავიქნიოთ❗️
გაყალბების სქემა რუსეთის სპეც-სამსახურების მიერაა დაგემილი და გახორციელებული❗️
ეს არის გზა ქვეყნის ბელორუსიზაციისკენ❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ ქვეყანაში არჩევნებს არასდროს ექნება აზრი❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ არასდროს წავლენ❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი❗️
ჩვენ ამას არ დავუშვებთ❕❕❕❕❕
გავდივართ ქუჩაში ხმების დასაცავად!!!"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად ცნო. მისი თქმით, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტის თქმით, არჩევნების გაყალბება მოხდა რუსული მეთოდებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან დაანონსა მასშტაბური აქცია და მოქალაქეებს გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს 52.99%-ით, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯამში 38.4% მიიღეს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევს და შედეგებს არ აღიარებს.