საზოგადოება "პასუხად, გამომაცხადეს ქოცად და მოღალატედ ! ყველანი მახსოვხართ"- რას წერს ელისო კილაძე 27 ოქტომბერი, 10:11 ჟურნალისტი ელისო კილაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"17 ოქტომბერს დავწერე სტატუსი, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იქნებოდა (არც იყო, შავი მარკერით გაფერადებული რგოლი უკანა მხარეს ჩანდა), და გაყალბების ალბათობა იყო მაღალი !პასუხად, გამომაცხადეს ქოცად, ბიძინას წისქვილის წყლად და მოღალატედ !თქვეს რომ ელექტრონული არჩევნების კომპანიას უპირობოდ ენდობოდნენ!იგივე ხალხი დღეს ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა !ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, 26 ოქტომბრის ღამეს გეკითხებით, რას აპირებთ?გისმენთP.s.ყველანი მახსოვხართ, მოთაგვა მეზარება"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს 52.99%-ით, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯამში 38.4% მიიღეს.შედეგები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ცესკომ კიდევ უნდა დათვალოს ელექტრონული უბნების დარჩენილი 3% და ასევე იმ ამომრჩევლების ხმების 10%, რომელთაც ხმა ტრადიციული მეთოდით მისცეს საზღვარგარეთ და საქართველოს შორეულ და მთიან რეგიონებში. საბოლოო ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ 27 ოქტომბერს დილით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ყველა ბიულეტენი – როგორც ელექტრონულ, ისე არაელექტრონულ უბნებზე – ხელით დაითვლება.846 შეფასება არ არის |