x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138400
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
იცით, რატომ გვეძინება წვიმის დროს?
არსებობს 5 მიზეზი, რატომ გვეჩვენება საწოლი ასე მიმზიდველად წვიმიან ამინდში.



1. მელატონინი

image



როცა წვიმს, ცა ღრუბლებით იფარება, რის გამოც მზის სინათლე ვეღარ აღწევს. ეს იწვევს მელატონინის გამომუშავებას, რომელსაც ნორმალურ დღეს მზის სხივები ბლოკავს. გამოდის, მოღრუბლული ამინდი ჩვენს ბიოლოგიურ საათს არღვევს.



მელატონინი არის N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიპტამინი ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის ცირკადული რიტმის ნორმალიზებაზე ან „ძილის და სიფხიზლის“ ციკლის რეგულირებაზე.



2. მიწის სუნი


image



მეორე მიზეზი, რატომ გვეძინება მოღრუბლულ ამინდში, ეს მიწის სუნია წვიმის შემდეგ. მცენარეები გვალვის დროს გამოყოფენ სპეციალურ ზეთებს, რომლებიც ბლოკავს თესლის ზრდას, რათა ნაადრევად არ გამოშრეს. სითხე კი ამ ზეთს აშორებს, ურევს მას გეოსინს, ნივთიერებას, რომელიც მიწის სუნზე პასუხისმგებელია. ამ კოქტეილის გამო გარეთ წარმოიქმნება სპეციფიკური არომატი მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტით.



3. ოზონი

image



თუ წვიმას ახლავს ჭექა-ქუხილი, მის დროს იზრდება ოზონის კონცენტრაცია. ეს ნივთიერება იწვევს თავის ტკივილს, ძილიანობას, ხველას და დაღლილობას.



სხვათა შორის, ოზონი არა მხოლოდ ჰაერს წმენდს, არამედ მაღალი კონცენტრაციის დროს შეუძლია ბიოლოგიური ქსოვილების დაჟანგვაც. ამიტომ, თუ იყიდეთ ოზონიზატორი უკეთ დასაძინებლად, მისი მუშაობის დროს ოთახი დატოვეთ.



4. ხმა

image



წვიმის წვეთების ზომიერი ხმა კარგ „ნაცრისფერ ხმად“ ითვლება, რომელიც მოიცავს ადამიანის მთელ ხმოვან დიაპაზონს - 20-დან 20000 ჰც-მდე. ის ამცირებს ტვინის აქტივობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.



5. ატმოსფერული წნევის შემცირება

image



წვიმიან ამინდში, როგორც წესი, ატმოსფერული წნევა მცირდება, რაც ბევრ ადამიანში იწვევს დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნებას.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დაამარცხეს კორეელებმა მოწყენილობა წვიმების სეზონზე

იცით, რატომ არის უკანონო წვიმის წყლის შეგროვება აშშ–სა და კანადაში?

იცით, რატომ არ შეიძლება შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა ჭექა–ქუხილის დროს?

სტიქიის ძალა და სილამაზე, რომელიც აღბეჭდილია 35 მშვენიერ ფოტოზე

ამ საოცარი ქოლგებით შემოდგომის წვიმა ვერ შეგაშინებთ - 17 მაგალითი

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
85