x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა იყო მარინე თბილელის ნამდვილი გვარი და ვინ გაუკაფა გზა დიდ სცენისკენ?
image

25 ოქტომბერი (1920წ.)ცნობილი ქართველი მსახიობის მარინე თბილელის დაბადების დღეა.


აბა გაიხსენებთ ფილმები და როლები, ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972) და სხვა, ამ ფილმებში ყველგან მარინა თბილელი თამაშობს

image



გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.


ფსევდონიმი

თბილელი ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. ამ მხრივ მისი „ნათლია“ აკაკი ვასაძე იყო. მარინეს დედა ორჯერ ყოფილა გათხოვილი: პირველი ქმარი გვარად დამბროვსკი ჰყავდა, თბილისელი პოლონელი, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონია და იქ ცხოვრობდნენ. ეს კაცი იმფორინდელი ვირუსით ესპანური გრიპით იგივე „ისპანკით“გარდაცვლილა.

მარინეს დედა ლამაზი, თანაც მდიდარი ქალი იყო. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული ექიმი ჩასულა, სომეხი კაცი, რომელსაც იმდენი მოუხერხებია, რომ ეს ლამაზი და მდიდარი ქალი ცოლად მოუყვანია.

ცოტა ხანში ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, სადაც ექიმი მალე ტვინის ანთებით გარდაცვლილა.

მარინე ამ დროს 6-7 წლის იყო. სხვათა შორის, იგი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.

image

ომის შემდეგ

1940–1944 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, 1944–1946 წლებში — სოხუმის თეატრის, 1946 წლიდან — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის.

„ომის შემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ – იხსენებდა მსახიობი.

image


როგორ მოხვდა კინოში


ხშირად იხსენებდა, რომ ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, უცნობმა კაცმა გააჩერა და სთხოვა, თავისუფალ დროს კინოსტუდიაში შეევლო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს კაცი კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური იყო. სწორედ აქედან დაიწყო მარინე თბილელის სამსახიობო კარიერა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მაყურებლის ყურადღება მალევე მიიპყრო.

image

პირველი ქორწინება

მარინე თბილელი აკაკი ვასაძის რძალი გახდა. მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, გოგი ვასაძე იყო, რომელთანაც მას ბიჭი შეეძინა. ბავშვს პაპის სახელი დაარქვეს. მარინე ოჯახური კონფლიქტის გამო წამოვიდა ვასაძეების სახლიდან.

მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…

„ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლში“, – თქვა და დედასთან დაბრუნდა, რომელთან ერათადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ვორონცოვზე.

image

მეორე ქორწინება

მარინე თბილელმა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე იქორწინა.

აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს.

წლების განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.

მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.

image

მსახიობი არასდროს თვლიდა თავს ლამაზად


„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე. მინდოდა ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც. ამიტომ ამბობდნენ ალბათ ჩემზე, ლამაზიაო...“


image


დიდი ტრაგედია

ძალიან დაიჩაგრა, როდესაც ასაკოვან ქალს ვაჟიშვილი, აკაკი ვასაძე, გარდაეცვალა რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა.

დედა-შვილს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ კამათიც უსაზღვრო იცოდნენ. თან იცით, რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“, – იხსენებდა აკაკი დვალიშვილი მარინეს მეორე მეუღლე.


image


სიბერე

მისი სიბერე ცივ და ბნელ 90-იან წლებს დაემთხვა. მუდამ ხალისიანი და ბედნიერი მსახიობისთვის ეს რთული ასატანი აღმოჩნდა. ამბობდა კიდეც, როგორი არასაინტერესო გახდა ცხოვრებაო და სიცოცხლის ბოლომდე ამ აზრზე დარჩა. მარინე თბილელი 2002 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

0
802
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0