"მოკლედ ციხე შიგნიდან გატყდა, მორჩა კინო, წადით სახლში"- რას წერს ელისო კილაძე
25 ოქტომბერი, 9:57
ჟურნალისტი ელისო კილაძე "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავით კეზერაშვილის ქოლცენტრებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"მოკლედ და კონკრეტულად-ციხე შიგნიდან გატყდა, კეზერაშვილის მთავარ ოფისებს დაარტყეს, უბედურება ხდება-ჩაიხსნა რევოლუციის ფული
მორჩა კინო, წადით სახლში და კონცენტრირდით არჩევნებზე !
არ გამოვა ამ ქვეყანაში ქოლცენტრების და მისტერ ოფშორის რევოლუცია
სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადებით, დილიდან თბილისში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიებები მიმდინარეობს, ხოლო ქოლცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას.