x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მადაგასკარის ფრინველი, უნიკალური შესაძლებლობებით და გაოგნებული მეცნიერები

მადაგასკარი — ერთ–ერთი უძველესი კუნძულია პლანეტაზე, რომელიც თავისი უნიკალური ფლორით და ფაუნით, დღემდე აკვირვებს მეცნიერებს. მოზამბიკის სრუტე, რომელიც კუნძულს აფრიკისგან ყოფს, დინოზავრების ეპოქიდან არსებობდა, რაც მის ეკოსისტემას იზოლირებულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ხოლო, ეს განცალკევებულობა, ახალი აღმოჩენების საშუალებას იძლევა.

მაგ., წელს, მეცნიერებმა შაშვისებრთა ოჯახის სრულიად ახალი ფრინველი აღმოაჩინეს, რომელსაც კენგურუს მსგავსად, შთამომავლობის გაჩენის უნიკალური უნარი გააჩნია.


image


ფრინველი, რომელმაც დროებითი სახელი — Gravicus kengurus მიიღო, კვერცხებს სპეციალურ ჩანთაში დებს, რომელიც მუცლის მხარეს ეზრდება. თუ შთამომავლობა ორს აღემატება, ჩანთა ზურგზეც გამოსდის. ამასთან, ფრინველი აქტიური ცხოვრების რიტმს აგრძელებს და მნიშვნელოვან მანძილზე ფრენასაც ახდენს.

ბონის უნივერსიტეტის ორნითოლოგი დოქ. ფრანც ჰოფმანი ამ აღმოჩენით გაკვირვებულია და მას, თანამედროვე ბიოლოგიის სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენად თვლის. "ჩვენ ვიცოდით, რომ ბუნებას საოცრებებს ახდენს, მაგრამ ფრინველმა რომ ძუძუმწოვრის მსგავსად, მომავალი შთამომავლობა საკუთარი სხეულით ატაროს, — ფრინველების სამყაროს შესახებ, ჩვენი ცოდნის საფუძველს არღვევს. რეალურად, ეს თვისება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რა ფრინველთა ბიოლოგიის შესახებ ვიცით, " — ხაზგასმით აღნიშნავს ფრანც ჰოფმანი.

ბარსელონის უნივერსიტეტის პროფ. კარლა ფერნანდესი კი, რომელიც სპეციალიზებულია ფრინველების ევოლუციის შესწავლაზე, აცხადებს რომ, "ეს აღმოჩენა, მეცნიერებს აიძულებს, გადახედონ ბევრ დამკვიდრებულ მოსაზრებას, ფრინველების ევოლუციის შესახებ. ჩვეულებრივ, ფრენის უნარის შესანარჩუნებლად, ფრინველები კვერცხებს სხეულში, დიდ ხანს არ ატარებენ. თუმცა, ამ ფრინველების შემთხვევაში, ჩვენ გამონაკლისი გვაქვს, რომელმაც შეიძლება, ჩვენი გაგება ამ პროცესის შესახებ შეცვალოს, " — ამბობს ფერნანდესი.

მეცნიერები მთელ მსოფლიოში, ინტერესით აკვირდებიან პირველ მონაცემებს Gravicus kengurus–ს შესახებ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, თუ როგორ ახერხებს ფრინველი, მიმაგრებული კვერცხებით, მობილურობის შენარჩუნებას?
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფ. ლოურენს მარტინი დარწმუნებულია, რომ ეს აღმოჩენა, მომავალში, მრავალი კვლევის საფუძველი გახდება. "ეს გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ შეძლო ეკოსისტემამ, ასეთი უნიკალური თვისებების შექმნა?" — აღნიშნა პროფ. მარტინმა.

ამდენად, როგორც არაერთმა მეცნიერმა განაცხადა, იმისთვის, რომ რეალურად გავიგოთ ეს უნიკალური მოვლენა, ბევრად უფრო დიდი დრო და კვლევა იქნება საჭირო. კ. მადაგასკარი ბიოლოგებისთვის საიდუმლოების წყაროდ რჩება და შესაძლოა, მომავალმა აღმოჩენებმა, ასევე გააოცოს როგორც სამეცნიერო სამყარო, ისე მსოფლიო საზოგადოება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოგრაფის 15 ნამუშევარი, რომელიც 75 წლის მანძილზე კატებს იღებდა

* 12 საოცარი ფაქტი მსოფლიო ოკეანის შესახებ

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 6 (25 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0