x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არავითარი სიმულაცია: 10 ფილმი, სადაც მსახიობები "პიკანტურ" სცენებში არ "თვალთმაქცობდნენ"

image


არსებობს არაერთი ეშმაკური მეთოდი და ეფექტური ხრიკი, რომელიც ეკრანზე პიკანტური მომენტების ილუზიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომაც - ისეთი, რომელიც მსახიობებისგან თვალთმაქცობას სრულებით არ მოითხოვს.





"იდიოტები"


image


არსებობს მოსაზრება, რომ თითოეულ ინდივიდში "პატარა იდიოტი" იმალება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის 1998 წელს გადაღებული ფილმის მთავარი გმირების, ახალგაზრდების ჯგუფის ფილოსოფია, რომლებიც თავიანთი აგარაკის კომუნაში ბედნიერად ცხოვრობენ. ერთ დღესაც ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად კომპანიის წევრები გადაწყვეტენ თავიანთი "ფარული იდიოტების" სინათლეზე გამოშვებას, რასაც სრულიად აბსურდულ და ექსცენტრულ პიროვნებებად თავის მოჩვენებით ახერხებენ.




"Spetters"

image


რეჟისორ პოლ ვერჰოვენის ეს ფილმი მოგვითხრობს ჰოლანდიის ერთ პატარა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებიც მოტოციკლით რბოლებით არიან გატაცებული. ყველა მათგანი თავის გზით მიდის, და ეს გზა სულაც არ არის ისეთი, როგორიც მათ ტკბილ ფანტაზიებში წარმოუდგენიათ.



"გრძნობათა იმპერია"


image


ცნობილი იაპონელი რეჟისორისა და სცენარისტის ნაგისა ოსიმას 1976 წელს გადაღებული ფილმი მოგვითხრობს აღვირახსნილ ვნებაზე, რომელიც ყველა ზღვარს და მორალურ სტანდარტს უგულებელყოფს. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ სურათი ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული. ამ საქმის საჯარო განხილვამ მთელს იაპონიაში ნამდვილი შოკი გამოიწვია, საზოგადოებამ კი მთავარი გმირი ქალის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინა, რამაც ყველაფერი მის გამართლებამდე მიიყვანა. ფილმმა 1978 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა.





"Nuit 1"


image


ღამის კლუბი, სინათლის ციმციმები და გარშემო არსებული გამაყრუებელი ხმები, ყოვლისმომცველი თავბრუდამხვევი ატმოსფერო, ნახევრად შიშველი ფიგურები და ერთმანეთის კანზე შეხება... სწორედ ამ დროს კარგავენ მთავარი გმირები საკუთარ თავზე კონტროლს, რის შემდეგაც ერთმანეთის მკლავებში აღმოჩენილებს გამთენიისას ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვაც კი უჭირთ.




"9 სიმღერა"


image


ფილმის სიუჟეტი ანტარქტიდის მკვლევარს, მეტისა და სტუდენტ, ლიზას შორის განვითარებულ საინტერესო რომანის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ერთმანეთს პირველად როკ ჯგუფის კონცერტზე ხვდებიან, რის შემდეგაც წყვილის ურთიერთობა კალეიდოსკოპური სიჩქარით ვითარდება, თუმცა მალე ლიზა იძულებული ხდება სახლში დაბრუნდეს. სხვათა შორის, ფილმი კანის კინოფესტივალზეც იყო ნაჩვენები.





"ანტიქრისტე"


image


წყვილი წარმოუდგენელ დანაკარგს განიცდის - მათი ორი წლის ვაჟი ფანჯრიდან სწორედ მაშინ ვარდება, როდესაც ისინი ვნებას აყოლილნი ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებიან, მომხდარით გამოწვეული დანაშაულის ეს საშინელი გრძნობა დედას სულს უჭამს და ენით აღუწერელ ტკივილს აყენებს, მაშინ როდესაც მამა, რომელიც ფსიქოთერაპევტია ყველანაიარდ ცდილობს მეუღლის დახმარებას. ის გადაწყვეტს მის ძველ, მიტოვებულ სახლში წაყვანას, რომელიც ტყის სიღრმეშია ჩაფლული. ამ ყველასგან მივიწყეულ ადგილას წყვილი ეფლობა სამყაროში, სადაც სიგიჟე და ძალადობა ერთმანეთში უცნაური მოვლენების კალეიდოსკოპში ირევა.




"ყავისფერი კურდღელი"


image


გამოცდილი მოტომრბოლელი, ბად კლეი კალიფორნიაში მიემგაზვრება, რათა მომავალ რბოლაში იასპარეზოს. თავისი მოგზაურობის დროს ის რამდენიმე ქალს გადაეყრება, რომლებსაც ერთი შეხედვით, მის მოსაწყენ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანა შეუძლიათ, თუმცა ბადისთვის ჭეშმარიტი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ერთ გოგონას შეუძლია, გოგონას წარსულიდან...




"ჭექა-ქუხილი"


image


ვიეტნამში სამსახურის დასრულების შემდეგ მაიორი ჩარლზ რეინი მშობლიურ მხარეში ბრუნდება, სადაც მას როგორც ნამდვილ გმირს ისე ხვდებიან. მადლობის ნიშნად ჩარლი საჩუქრად კადილაკს და რამდენიმე ათას დოლარს იღებს, თუმცა ადგილზე ჩასულს არც იმდენად სასიამოვნო ამბავი ხვდება: მისი მეუღლე ურთიერთობაში ახლა უკვე სხვა ადამიანთან იმყოფება.



"ნიმფომანი"

image


ერთ დღეს ანალიტიკოსი სელიგმანი ბნელ ხეივანში შემთხვევით უმწეო მდგომარეობაში მყოფ ქალს აღმოაჩენს, მის შემხედვარე კაცს გული თანაგრძნობით ევსება და უცნობის სახლში წაყვანას გადაწყვეტს. როგორც შემდგომში ირკვევა, ქალი ნიმფომანიით არის დაავადებული. ის უყვება მას თავისი ცხოვრების ისტორიას ადრეული ბავშვობიდან დღემდე. განათლებული სელიგმანი პარალელებს ხელოვნების მრავალ შედევრთან ავლებს, რაც ამბავს კიდევ უფრო მეტ ინტერესსა და სიღრმეს მატებს.




"გარდაუვალობა "


image


კრიმინალური დრამა ახალგაზრდა წყვილის ტრაგიკული და მტკივნეული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ერთმანეთით გატაცებულ მარკუსს და ალექსს ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. ალექსი მაცდუნებელი და მიმზიდველი ქალია, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერი მამაკაცის ყურადღების მიპყრობა და რომელიც მის თვალებში არსებულ ჟინით აღსავსე სურვილებს არასდროს, არავისგან მალავს.







0
359
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
359