კინო 10 ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომელთა დაჯერებაც რთულია (ნაწილი 1) 27 თებერვალი, 12:43 
ცნობილ ადამიანებს, ისევე როგორც რიგით მოკვდავებს, სურთ თავიანთი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი უხერხული ფაქტის დამალვა, მაგრამ მათ თაყვანისმცემლებსა და ცნობისმოყვარე რეპორტიორებს მშვიდად არ სძინავთ, სხვათაშორის, ზოგჯერ სელებრითები თავადვე ამხელენ თავიანთი ცხოვრების შოკისმომგვრელ დეტალებს, რომელთა შესახებაც სწორედ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.
1. შარლიზ ტერონი მამის მკვლელობას შეესწრო
მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხობდა რომ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა, შემდეგ კი საუბრის თემას მყისიერად ცვლიდა. სელებრითს არასდროს სურს საკუთარ ბავშვობაზე საუბარი, ვინაიდან ის მართლაც რომ ტკივილით სავსეა. მომავალი მსახიობის დედამ ქმარს პატარა შარლიზის თვალწინ ესროლა. როგორც ცნობილია, იოჰანესბურგის ფერმაში გოგონას ოჯახს სირაქლემას ფერმა ჰქონდა. მამა სახლში ხშირად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ბრუნდებოდა და ცოლსა და პატარა ქალიშვილს ყოველთვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ერთხელაც მთვრალმა კაცმა ჩახმახს ხელი გამოკრა, თუმცა გოგონას დედამ ბოლო მომენტში მისთვის იარაღის წართმევა მოახერხა, დედა- შვილი გადარჩა, თუმცა მომავალი ვარსკვლავის მამას ნაკლებად გაუმართლა.
2. ტინა ფეის ბავშვობაში თავს საკუთარი სახლის ეზოში დაესხნენ, რის შედეგადაც სახეზე ნაწიბური დარჩა
გოგონა მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა მას დანით შეიარაღებული უცხო პირი მიუახლოვდა და ლოყაზე ჭრილობა მიაყენა. ტინა თავიდან დაიბნა, ეგონა რომ ვიღაცამ მას სახეზე კალამი ჩამოუსვა. "მე ისე ვაგრძელებდი თამაშს, რომ ვერც კი ვეჭვობდი რა მოხდა. "მე ძალიან თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი", - იხსენებს ფეი.
3. მეთიუ ბროდერიკი საბედისწერო ავარიის დამნაშავედ იქცა
1987 წელს მეთიუ ირლანდიაში მსახიობ ჯენიფერ გრეის კომპანიაში ისვენებდა. მსახიობს დაავწყდა რომ იქ საგზაო მოძრაობა მარცხნივი იყო, ამიტომ სრულიად დარწმუნებულმა მან შემხვედრ შესახვევში შეუხვია და მანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი ქალი, 63 წლის მარგარეტ დოჰერტი და მისი 28 წლის ქალიშვილი, ანა გალაჰერი დაიღუპნენ. თავდაპირველად ბროდერიკის გასამართლება და ხუთი წლით დაპატიმრება სურდათ, თუმცა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და ჯარიმის სახით 175 დოლარის გადახდა დააკისრა.
4. დევიდ ბოუის არ ჰქონია ჰეტეროქრომია, როგორც ბევრს დღემდე ჰგონია

მისი თვალები ერთმანეთისგან იმიტომ განსხვავდებოდა, რომ მუსიკოსის გუგები სხვადასხვა ზომის იყო, რასაც ანიზოკორია ეწოდება, რაც თინეიჯერობის წლებში მისი ჯორჯ ანდერვუდთან ჩხუბის შედეგი იყო. მეგობრებს ერთი გოგო უყვარდათ და ბოუი ტრაბახობდა, რომ ის კაზანოვა იყო, რაზეც ერთხელაც ანდერვუდი გაბრაზდა და ბოუის მუშტი პირდაპირ თვალში დაარტყა, შედეგად მას თვალი შემთხვევით ფრჩხილით გაუფხაჭნა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მას წყენა გულში არ ჩარჩენია და ანდერვუდი ბოუის სიმღერების ერთ-ერთი მთავარი თანაავტორი გახდა.
5. დუეინ "კლდე" ჯონსონმა მკერდი დაიპატარავა
მსახიობს გინეკომასტია აწუხებდა, რაც მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდებას გულისხმობს, რასაც ორგანიზმში ძირითადად, ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. დუეინმა ერთხელ სრულიად გულწრფელად აღიარა: "მე ესთეტიკა მაღელვებდა, ამიტომ ერთხელაც მივედი ექიმთან და ვაჩვენე მკერდი, მან კი მითხრა: "გაგიჟდი?" მე სულ პერანგის გარეშე დავდიოდი, ამიტომ ოპერაცია გავიკეთე".
6. ცნობილი მომღერალი ჯონი კეში იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, ვინც სტალინის სიკვდილის შესახებ შეიტყო

სტალინის სიკვდილის შესახებ მან პრეზიდენტ ეიზენჰაუერამდეც კი იცოდა. მომავალი "კაცი შავებში" 1953 წლის მარტში სამხედრო რადისტად მუშაობდა და იყო პირველი, ვინც შესაბამისი შეტყობინება მიიღო, 1953 წლის მარტში სწორედ მან შეატყობინა ამერიკელ ჩინოვნიკებს სტალინის გარდაცვალების შესახებ. მისმა ქალიშვილმა როზანამ დაადასტურა რომ მამა მათ ამის შესახებ ხშირად უყვებოდა.
7. სწორედ კეში იქცა ტყის მასიური ხანძრის გაჩენის მიზეზად, რომელმაც თითქმის ფრინველების პოპულაცია მთლიანად გაანადგურა
1956 წელს, სათევზაო მოგზაურობიდან დაბრუნებისას, კეშმა აღმოაჩინა, რომ მის სატვირთო მანქანას ზეთი სდიოდა, რამაც საბოლოო ჯამში ხანძრის გაჩენა გამოიწვია, რომელიც სწრაფად გავრცელდა და ლოს - პადრესის ეროვნული ტყის 500 ჰექტარი გადაწვა, რომელიც გადაშენების პირას მყოფი კალიფორნიის კონდორის თავშესაფარს წარმოადგენდა, შედეგად 53 ფრინველიდან 49 დაიღუპა. მთავრობამ კეშს უჩივლა, ჩვენებაში კი მან ასეთი რამ განაცხადა: "ფეხებზე მკიდია მე თქვენი ჩიტები, მე ეს რატომ უნდა მაღელვებდეს?" საბოლოოდ, მან ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია და ჯარიმის სახით 82, 001 დოლარი გადაიხადა.
8. ბრაიან კრენსტონი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი
ახალგაზრდობაში ბრაიან კრენსტონი და მისი ძმა ფლორიდის რესტორანში მიმტანებად მუშაობდნენ. დაწესებულებას შეფ-მზარეული პიტერ ვონგი მართავდა, რომელსაც გარშემო ყველა და ყველაფერი სძულდა, ხოლო თანამშრომლებს შეფის სიკვდილზე ხუმრობა უყვარდათ. საკმარისი ფულის დაგროვების შემდეგ ძმები ჩრდილოეთში გადავიდნენ. დაახლოებით იმავე დროს, პიტერ ვონგი გაუჩინარდა, როდესაც გამომძიებლებმა რესტორნის პერსონალი დაკითხეს, მათ კრენსტონებზე მიუთითეს. საბედნიეროდ, პოლიციამ რეალური მკვლელები მალევე იპოვა.
9. ეს არ არის ერთადერთი შავბნელი ისტორია კრენსტონის ცხოვრებიდან
1968 წელს მან გაიცნო სექტის ლიდერი, ჩარლზ მენსონი, ეს გაცნობა შედგა ერთი წლით ადრე, სანამ მისი მიმდევრები შერონ ტეიტსა და მის მეგობრებს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. იმ დროს კრენსტონი სულ რაღაც 12 წლის იყო და თავის ბიძაშვილთან ერთად სპენის რანჩოში ცხენზე ჯირითობდა, სადაც სექტის წევრები ცხოვრობდნენ. მსახიობმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ ნახა პატარა კაცი გიჟური თვალებით, რომელსაც სხვა ჰიპები ჩარლის ეძახდნენ.
10. სხვათაშორის, მენსონი ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობდა, მათ შორის როკ - ჯგუფის "Beach Boys"-ის თანადამფუძნებლებთან - დენის უილსონთან და მაიკ ლავთან
მეტიც, მენსონი და მისი მეგობრები ვილსონის სახლში დასახლდნენ. მოგვიანებით თითქოს უილსონმა ლავს მოუყვა, რომ დაინახა როგორ მოკლა მენსონმა ფერადკანიანი მამაკაცი. ამის შემდეგ მათი მენსონთან მეგობრობა სამუდამოდ დასრულდა.
|