საზოგადოება როგორ დაამარცხეს კორეელებმა მოწყენილობა წვიმების სეზონზე 23 ოქტომბერი, 21:48 სამხრეთ კორეელმა დიზაინერების ჯგუფმა მოსაწყენ ღრუბლიან დღეებთან ბრძოლის გზა იპოვეს. მათ სეულის გზები ისე მოხატეს, რომ ნახატები მხოლოდ წვიმის დროს ჩანდეს. პროექტი „მუსონი“ სამხრეთ კორეაში მუსონების სეზონს ეძღვნება. ყოველწლიურად ამ დროს სამხრეთ კორეაში გადაბმულად სამი კვირის განმავლობაში წვიმს. მხატვრებმა გამოიყენეს სპეციალური ჰიდროქრომატული საღებავი, რომელიც ზედაპირის დასველებამდე უხილავია. დიზაინერებმა სეულის ქუჩები მოხატეს უზარმაზარი ფერადი ნახატებით, რომლებიც წვიმის დროს ჩნდება. ახლა კორეის დედაქალაქის მაცხოვრებლები „წვიმების სეზონს მოუთმენლად ელოდებიან“. ასევე დაგაინტერესებთ: დალოდება სიამოვნებით: 22 უჩვეულო ავტობუსის გაჩერება სხვადასხვა ქვეყნიდან ამის გამოგონება მხოლოდ იაპონიაში შეეძლოთ – მობილური მინი ბაღები უჩვეულო ჰობი: მხატვარი ავტომობილში სატრანსპორტო საშუალების გარდა ყველაფერს ხედავს იცით, რატომ ღებავენ სახურავებს მწვანედ სამხრეთ კორეაში? იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს? 120 1-ს მოსწონს |