საზოგადოება ქართული მარშის ერთერთი დამფუძნებლის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართული ოცნების,, ლიდერებს!! 23 ოქტომბერი, 14:50 SOS!!!SOS!!!SOS!! მოვუსმინე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და საზოგადოების წინა საარჩვევნო მიმართვას, განცვიფრებული ვარ იმ შეფასებებით იმ უტიფარ სიყალბით რაც დღეს თქვენ, ბიძინა ივანიშვილო, საზოგადოებას განუმარტეთ, ჯერ კიდევ 2014 წლიდან კატეგორიულად მოვითხოვდით ჩვენ, საზოგადობის პატრიოტთა დიდი ნაწილი და საზოგადოებრივი მოძრაობა “ეროვნულები“ რომ ხელისუფლებას მიეღო კანონი და აეკრძალა ყველა ის ლიბერალური ანტი ეროვნული, ანტიმართლმადიდებული ენჯეოები, რომლებიც აქტიურად მიზანმიმართულად ეწეოდნენ პროპაგანდას, რომელებიც უდიდეს როლს ასრულებნენ საზოგადების და ახალგაზრდების ანტიეროვნულ ცნობიერების ფორმიებაში, ასევე, ვითხოვდით ხელსუფლებისგან მიეღო მკაცრი ზომები იმ ტელკომპანების მიმართ, რომლებიც არღვევდნენ კონსტიტუციას და ეწეოდნენ ღიად საზოგადების უმრავლესობის რელიგიურ გრრძნობების შეურაცყოფას, რამაც მიიღო სისტემატიური სახე.
თანდათან გახშირდა მიზანმიმართული შეურაცყოფა ჩვენი წმინდანების, ხატების, მაშინ ჯერ კიდევ 2015 წლის რამოდენიმეჯერ გავმართეთ საპროტესტო აქციები, მოთხოვდით, რომ ხელისუფლებას და გენერალურ პროკუორს მიეღო კანონით ზომები, რამოდენიმეჯერ ხელისუფლების უშუალო ინციატივით ჩვენ დაგვაკავეს, ძალიან ბევრჯერ დაგვაკისრეს ადმინისტრაციული დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმები, ასევე, როდესაც ჩვენ წინ აღვუდექით, ჩვენი ერონულ იდეალების, ეროვნულ ღირსების მიზანმიმართულ შეურაცყოფას, როცა მიზანმიმართულად უცხო მტრულ ქვეყნებისგან იყო დაგეგმილი “სამარცხვინო უღირსი ფილმის“ პრემიერა რომელსაც ხელისუფლებამ მწვანე აუნთო და მისცა უფლება სახელმწიფო ფილარმონიაში გამართულიყო, რომელიც პირდაპირ მიზანიმრთულად ჩირქს სცხებდა ქართულ ეროვნულ ცეკვას“ ჩვენს ეროვნულ იდეალებს.
მაშინ ხელისუფლებამ ჩვენ არათუ დაგვაკავა, არამედ ძალიან ბევრ პატრიოტს დაგვაკისრა ადმინისტრაციული ჯარიმები დიდი ოდენობით,
ასევე, მთელმა ერმა თვალნათლივ დაინახა თუ როგორ შეურაცყო “რუსთავი ორის“ ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ჩვენი რელიგიული რწმენა,
მაშინ .., სანამ ჩვენ “ქართული მარშის“ წევრები დავუპიისპირდებოდით ტელეკომპანიის თანამშრომლებს, რათა საჯაროდ მოეხადათ ბოდიში მართლმადიდებელ მრევლისთვის.
პირადად მე “ქართული მარშის“ სახელით წერილით მივმართე გენერალურ პროკურორს კანონის ძალით მიეღო ზომები, ჩვენი მოთხოვნა იმავე დილით იყო გამოქვეყნეული გაზეთ “ალიაში“ რასაც კონსტიტუცია პირდაპირ აკისრებდა, ტელეკომპანია რუსთავი ორს, კანონდარღვევაზე გაეკთებინა რეაგირება, ასევე, აკისრებდა ვალდებულებას გენერალურ პროკურორს მიეღო კონსტიტუცის დარღვევის ფქტზე კანონის მოთხოვნის შესაბამისად ზომები, მაგრამ ხელისუფლებამ ყურად არ იღო, არ მიიღო კანონით დაკისრებული ქმედებები.
აქეთ უკანონოდ ჩვენ დაგვაპატიმრეთ სამი თვით ჩაგვსვით ციხეში“ მაშინაც და იქამდეც ყველა ჩვენი მოთხოვნებს, საპროტეტო აქციებს, ხელისუფლების მმართველი ელიტა და ლიდერები გმობდნენ და აქეთ გვადანაშაულებდნენ გვრაცხავდნენ “დეკონსტრუქციულ მოძალადეებად“ კობახიძე, მდინარაძე და მათი გუნდის ლიდერები გამოსვლებით არათუ გვაკრიტიკებდნენ, არამედ, ჩვენს კანონიერ, ეროვნულ სულისკვეთებას მიზანმიმართულად ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ დესტრუქციულ ჯგუფად გვაცხადებდნენ.
გუშინდელი თქვენი ინტერვიუ და მიმართვა საზოგადოებისთვის არის სამარცხვინო, ჩვენ თავიდანვე გაფრთხილებდით, რომ ხელისუფლება ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხელს უწყობდა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებლ ანტიეროვნლ, ანტიმართლმადიდებლურ ღია აგიტაციას, რაც ხელს უწყობდა და ახალისებდა საზოგადოების ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ცნოიერების დამკვიდრებას, რაც აუცილებლად ქვეყანას მიიყვანდა მძიმე შედეგებამდე, გახლეჩდა და დააპირისპირებდა, დღეს რაც ქვეყანაში ხდება არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებისა, ხელისუფლება ეწეოდა ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რაც იყო და არის ღალატის ტოლფასი.
ახლა უსირცხვლოდ და უტიფრად ჩამოიცვით პატრიოტების, ეროვნულების მანტია, გამოდიხართ ყალბ ლოზუნგებით თითქოს მუდამ იყავით ეროვნულ იდეალების დამცველები, სამარცხვინოა თქვენი ყალბი ლოზუნრგები, რომლებიც ზუსტად ერთი ერთშია, რაც რამოდენიმე წლებია საზგადოებრივი მოძრაობა “ეროვნულების“ და მერე კი “ქართული მარშის“ იდეოლოგია და მოთხოვნები იყო, რასაც თქვენი ხელისუფლება და “ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღდეგეოდით ჩვენ კი გვდევნიდით, გვაპატიმრებდით, დღეს ბევრი ჩვენგანი გვაიძულეთ ქვეყნიდან გავქცეულიყავით.
ეროვნული მოძრაობის დამსახურებული ვეტერანი “ქართული მარშის ერთერთი დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, დღესდღეობით იძულებით დევნილი საკუთარ სამშობლოდან მიხეილ ამისულაშვილი
240 შეფასება არ არის
|