სხვა ია მთელი ზამთარი იყვავილებს - გჭირდებათ 2 იაფფასიანი საშუალება 22 ოქტომბერი, 19:46 ია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის ყვავილია. მისი ყვავილობა საოცრად ლამაზია და რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს, თუ მასზე სწორად იზრუნებთ. ზოგჯერ გამოცდილი მეყვავილეც აწყდება ამ პრობლემას: იას ბევრი ფოთოლი უჩნდება, მცენარე ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ არ ყვავილობს. გაგიმხელთ რამდენიმე საიდუმლო იის ასაყვავებლად.
იას თანაბარი, თბილი და ზომიერად ტენიანი კლიმატი სჭირდება. ასეთ პირობებში 10 თვიდან 1 წლამდე შეიძლება იყვავილოს, ანუ თითქმის მუდმივად. რამდენიმე ფაქტორი, რომელზეც უნდა იზრუნოთ განათება. მცენარეს დღეში 12 საათი მზის სინათლე უნდა ხვდებოდეს. როცა დღე ხანმოკლეა, ქოთანს ფლუორესცენტული განათება სჭირდება. სინათლის დეფიციტისას ფოთლები ფერმკრთალდება და წაგრძელებული ხდება. ტემპერატურა. რეკომენდებულია 20-24 გრადუსი ტემპერატურა. ასეთ პირობებში, დიდი ალბათობით, აყვავილდება. ტენიანობა. ია დიდხანს და ხშირად რომ აყვავდეს, ჰაერის ტენიანობა უნდა გაითვალისწინოთ. 50%-ზე მაღალი უნდა იყოს. მორწყვა. ზომიერად მორწყეთ ყვავილობისთვის. ზედმეტი წყალი არ უნდა დაასხათ, მაგრამ არც უნდა გამოაშრათ. წყალი უნდა იყოს რბილი, სუფთა, ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული. როგორ ვაიძულოთ იას ყვავილობა? გამოცდილი მეყვავილეები ამბობენ, რომ ნატურალური კვება ნებისმიერ იას ყვავილობას აიძულებს. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ინგრედიენტები: ხის ნაცარი. ეს სასუქი კარგი ფასფორი-კალიუმის სასუქია. მიწის მჟავიანობას ამცირებს და მავნებლებს აფრთხობს. სასუქის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნაცარი 1 ლიტრ წყალში გახსენით და 3 საათი გააჩერეთ, კარგად აურიეთ. ხსნარით ია ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ. იოდის ხსნარი ყვავილობას სტიმულირებს. იოდის ხსნარი მზადდება 1 წვეთი იოდის და 3 ლიტრი წყლის ნარევით. სამი ასეთი კვება სეზონზე საკმარისია. ასევე დაგაინტერესებთ: 5 მცენარე, რომელიც გააქრობს სინესტეს სახლში: მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე სახლში ყველა ყვავილი აყვავილდება: საჭიროა მხოლოდ ერთი ტაბლეტი ყვავილიდან კენკრამდე: რა ეტაპებს გადის მცენარეების სასიცოცხლო ციკლი არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით 20 პატარა ბაღი, რომელიც ხელისგულზე დაეტევა 129 შეფასება არ არის |