სხვა უცნობმა მამაკაცმა მეძავს ოცნება აუსრულა და შემდეგ გაუჩინარდა 22 ოქტომბერი, 16:27 სექსმუშაკს ერთ-ერთმა უცნობმა კლიენტმა აუსრულა ოცნებები და გაუჩინარდა ისევე მოულოდნელად, როგორც ის გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს. სიენა გრეისი 10 წელზე მეტია პროსტიტუციით არის დაკავებული. მისი თქმით, უცნობი, რომელსაც მან მეტსახელად მისტერ X შეარქვა, მას ფოსტით დაუკავშირდა. პირველ შეხვედრის დროს მან უთხრა, რომ სანამ საქმე სექსამდე მივიდოდა, რომელიმე გოგოსგან იდეალური ქალის შექმნა სურდა. " მისტერ X ოთხი წლის წინ გავიცანი მას შემდეგ, რაც მან მომწერა, რომ მას სურდა ჩემი დაჯავშნა ერთი საათის განმავლობაში. მე, როგორც წესი, ერთ საათში ვიღებ 1000 ავსტრალიურ დოლარს (500 £) და ვფიქრობდი, რომ ჩვენი სესია არაფრით იქნებოდა განსხვავებული კლიენტის და ესკორტის სხვა ურთიერთობისგან. ამიტომ დავთანხმდი. ბინაში რომ მივედი, მისტერ X-მა მითხრა, რომ მის წინ 360 გრადუსით დავტრიალებულიყავი, რომ ჩემი სხეულის მდგომარეობა შეემოწმებინა. მას შემდეგ რაც შემოვბრუნდი, მან მითხრა, რომ ახლა უნდოდა ჩემთვის ადგილის დაჯავშნა მთელი ღამის განმავლობაში. წავედით ჩემს საყვარელ რესტორანში და შესანიშნავად ვივახშმეთ . მან მითხრა, რომ ადრე არასდროს ყოფილა ბორდელში, წავიყვანე ჩემს ნაცნობთან. შევიდა, ყველა გოგოს გადაუხადა, რაღაც 10 წუთი ესაუბრა და წავედით. ღამით დავბრუნდით მის დაქირავებულ სასტუმროში, სადაც მან დაიწყო ჩემი გამოკითხვა, რა მსურდა. ეს არ არის იშვიათი - კლიენტები რეგულარულად მეკითხებიან ჩემი მიზნების, მისწრაფებების შესახებ - მაგრამ ათიდან ცხრაჯერ ისინი გპირდებიან მთელ სამყაროს და შემდეგ არ ასრულებენ. ასე რომ, მე ჩამოვუთვალე ჩემი ჩვეული სია, რაც მინდოდა: შანელის ჩანთა, ლენდ- როვერი, და ასევე ვუთხარი პლასტიკური ოპერაციის შესახებ, რომელსაც გავიკეთებდი, რომ მქონდეს ამის საშუალება, როგორიცაა მკერდის აწევა, შემცირება და ლიპოსაქცია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან უბრალოდ თავს მიქნევდა და იღიმებოდა. სწორედ მაშინ მომიყვა თავისი დიდი ხნის ფანტაზიის შესახებ: ქალის გალატეად გადაქცევის სურვილი. ჩვენ ერთად არც კი ვიწექით". მეორე საღამოს, მისტერ X-მა გრეისს აჩუქა "შანელის" ჩანთა, რომელზეც იგი დიდი ხანია ოცნებობდა და რომელიც 6 ათასი დოლარი ღირდა. ამის შემდეგ კაცმა გადაწყვიტა გრეისის მთავარი სურვილი შეესრულებინა და ტაილანდში პლასტიკური ოპერაციის საფასური გადაუხადა. ქალმა მხოლოდ სხვა ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ გააცნობიერა არსებული მდგომარეობის საშიშროება. "არ ვიცოდი, ორგანოებს ამომაცლიდნენ თუ მოხდენილი მოდელივით გავიღვიძებდი!" - იხსენებს ის. თუმცა მე მაინც გადავწყვიტე მისტერ X-ს მივნდობოდი და მართალიც ვიყავი. გრეისს მოაცილეს ცხიმი, მოაშორეს ზურგზე ნაწიბურები, დაუჭიმეს სახე და მკერდი შეუმცირეს. რეაბილიტაციის პერიოდში მისტერ X-მა მას მდიდრული პენტჰაუსი უქირავა. როდესაც გრეისი სახლში დაბრუნდა, მისტერ X-მა შეწყვიტა მასთან ურთიერთობა"ვფიქრობ ეს იყო სხვა არაფერი, თუ არა მისი ფანტაზიის ასრულება და ვინ ვარ მე, რაზე უნდა დავიჩივლო?" გრეისის თქმით, მისტერ X-მა მასზე დაახლოებით ასი ათასი დოლარი დახარჯა. 371 2-ს მოსწონს
|