კალათბურთი რას მალავს და რით ცხოვრობს ლებრონ ჯეიმსი: ფაქტები კალათბურთის ლეგენდის შესახებ 21 ოქტომბერი, 17:46 ეს სახელი ყველამ იცის, მანაც კი ვინც კალათბურთის დიდი გულშემატკივარი არ გახლავთ. ლებრონ ჯეიმსის ისტორია - არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენის ისტორიაა, არამედ მთელი ეპოსია იმის შესახებ, თუ როგორ იქცა მოზარდი ღარიბი უბნიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად სპორტის სამყაროში, მაგრამ ვინ არის ის სინამდვილეში და რა ხდის მას ასე გამორჩეულს და უნიკალურს?2003 წელს "NBA"-ში მისი გამოჩენა სენსაციად იქცა. იმ დროს ის მხოლოდ 18 წლის იყო, გამოჩენისთანავე ლებრონი მილიონობით ადამიანის ყურადღების ქვეშ მოექცა. "კლივლენდ კავალიერსმა" დრაფტზე ის პირველ ნომრად აიყვანა, რაც მისი მხრიდან ეს არჩევანი სრულებით გამართლდა. ჯეიმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ერთ თამაშში 30 ქულა დააგროვა. მან თავისი პირველი სეზონის თითოეულ თამაშში საშუალოდ 20, 9 ქულა დააგროვა, რაც ახალბედებს შორის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აბსოლიტურ რეკორდად იქცა. ჯერ კიდევ მაშინ გაირკვა: ჩვენ წინაშე იყო არა მხოლოდ ნიჭი, არამედ მომავალი ლეგენდა.დროთა განმავლობაში ლებრონი საკუთარ სტატუსს მხოლოდ ამყარებდა. დღესდღეობით, მის ანგარიშზე "NBA"-ის ოთხი ჩემპიონატის ტიტულია, რომელთაგან ორი მან "მაიამი ჰიტთან" და ორი "ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან" მოიგო. მისი ინდივიდუალური მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია: ის ოთხჯერ დასახელდა რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP), 19-ჯერ მიიღო მონაწილეობა "NBA"-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხოლო ყველა-მცველის პირველ გუნდში ხუთჯერ მოხვდა. გარდა ამისა, 2023 წელს ის "NBA"-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერი გახდა, რომელმაც კარიმ აბდულ-ჯაბარს 38 ათასზე მეტი ქულით გაუსწრო და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.მაგრამ ლებრონის სიდიადე მხოლოდ ციფრებით არ იზომება. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უნივერსალურობით. 206 სმ სიმაღლისა და 113 კგ-ს ადამიანს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. მას შეუძლია როგორც მცველის, ასევე ფორვარდის ამპლუის მორგება. ის ერთნაირად კარგია დაცვაშიც და შეტევაშიც, მოედანზე გამოირჩევა შესანიშნავი ხედვისა და ზუსტი გადაცემის უნარით. მის თამაშში ერთიანდება როგორც ძალა, ასევე ტექნიკაც, ხოლო თამაშის წაკითხვის უნარი მას კიდევ უფრო საშიშ მოწინააღმდეგედ აქცევს.რა ეხმარება მას ამდენი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი დონის შენარჩუნებაში? ლებრონი საკუთარ ფიზიკურ ფორმას დიდ ყურადღებას აქცევს. ამბობენ, რომ ის სხეულის იდეალური ფორმის შენარჩუნებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 1, 5 მილიონ დოლარს ხარჯავს. მის არსენალში ყველაფერია: პერსონალური ტრენერებიდან და დიეტოლოგებიდან დაწყებული კრიოთერაპიითა და ბაროკამერით დასრულებული. ფორმის შესანარჩუნებლად ის იყენებს ყველა მოწინავე ტექნოლოგიას და აღდგენის მეთოდს, ტრავმების გამო თამაშებს ის პრაქტიკულად არასდროს აცდენს და 39 წლის ასაკშიც კი საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.2018 წელს მან თავის მშობლიურ ქალაქ აკრონში გახსნა სკოლა "I PROMISE", რათა დახმარებოდა დაუცველ ბავშვებს უკეთესი ცხოვრების შანსისა და განათლების მისაღებად. ეს სკოლა უზრუნველყოფს უფასო სწავლას, კვებას და ტრანსპორტირებასაც კი, ასევე იძლევა გარანტიას სტიპენდიების მისაღებად უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ამჟამად ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო ინიციატივაა სპორტში და ჯეიმსმა მასში უკვე ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. მისთვის ეს ყველაფერი არა მხოლოდ ქველმოქმედებაა, არამედ შესაძლებლობა რეალურად შეცვალოს ღარიბი ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ლებრონმა საპროდიუსერო კომპანია "SpringHill Entertainment"-ი დაარსა, რომელიც ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს აწარმოებს. სხვათა შორის, მან ძალები მსახიობობაშიც მოსინჯა და ფილმში "კოსმოსური ჯემი" ითამაშა. ეს პროექტი 2021 წელს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა, რამაც სპორტსმენის გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებს შორის დიდი დებატები გამოიწვია. ის ასევე გახლავთ საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" თანამფლობელი, რაც კალათბურთის მიღმა მის მრავალმხრივ ინტერესებზე მეტყველებს, ხოლო ჯერ კიდევ 2015 წელს "Nike"-თან დადებული მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი დღემდე რჩება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიანად.ლებრონის სოციალური აქტივიზმი - მისი ცხოვრების კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. სამყაროში, სადაც სპორტის ბევრ ვარსკვლავს ურჩევნია საერთოდ არ ჩაერთოს პოლიტიკაში, მას საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინია. ლებრონი მხარს უჭერს "Black Lives Matter"-ის მოძრაობას და აქტირად უჭერს მხარს აფრო-ამერიკელების უფლებებს. 2020 წელს მან შექმნა საზოგადოება "More Than a Vote", რომლის მიზანიც აფრო-ამერიკული საზოგადოების წახალისება იყო, რათა ისინი უფრო მეტად ჩართულიყვნენ არჩევნებში და ებრძოლათ საარჩევნო ბარიერების წინააღმდეგ. მისი პოლიტიკური აქტიურობა ბევრ ადამიანში კამათს იწვევს: ზოგს ის გმირად მიაჩნია, ზოგსაც - ზედმეტად აქტიურად, თუმცა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გულგრილს არავის ტოვებს.რა თქმა უნდა, ასეთ გამორჩულ და გავლენიან ადამიანს კრიტიკოსებიც ჰყავს. ზოგიერთი მას იმაში ადანაშაულებს, რომ მოედანზე ის ზედმეტად ადრამატიზებს, რითიც მსაჯებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. სხვები თვლიან, რომ ის ბიზნესითა და მედიით ზედმეტად არის გატაცებული, რაც მას თამაშისგან აცდენს, თუმცა ლებრონს შეუძლია ამ ყოველივეზე მაღლა დგომა. ის ფოკუსირდება საკუთარ მიზნებზე და აგრძელებს როგორც წინსვლას, ასევე კალათბურთის ისტორიის თავიდან გადაწერას და მის გარშემო არსებულ სამყაროზე გავლენის მოხდენას.ლებრონ ჯეიმსი არის - მოვლენა. ის არა მხოლოდ გამოჩენილი სპორტსმენი, არამედ ნამდვილი კულტურული ფენომენია, ის გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეძლო ერთი სახის საქმიანობის ფარგლებს გასცდენა და საზოგადოებაში აზრის ლიდერად ჩამოყალიბება.371 შეფასება არ არის |