x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
„ის შეცდომები არაფერია ჩვენს ისტორიულ მიღწევებთან შედარებით, თუმცა შეცდომებს აღარ გავიმეორებდი“ - სააკაშვილი
image

.

„რა თქმა უნდა, იმ შეცდომებსაც, რომელიც მაშინ დავუშვით, დღეს აღარ გავიმეორებდი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის შეცდომები არაფერია ჩვენს ისტორიულ მიღწევებთან შედარებით“. - ეს განცხადება მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილობით ინტერვიუში გააკეთა. გთავაზობთ საინტერესო ამინარიდს.

.


რადიო თავისუფლება: 2012-ში, როცა ძალაუფლება გადააბარეთ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, რა იფიქრეთ, რატომ დამარცხდით არჩევნებში? წლების განმავლობაში თუ შეიცვალა თქვენი შეხედულებები საქართველოს ამომრჩევლის მიერ „ნაცმოძრაობის“ მმართველობისთვის უარის გამოცხადების მიზეზებზე?

,

მიხეილ სააკაშვილი: ხალხი იღლება ყველანაირი, მათ შორის, წარმატებული ხელისუფლებით და ისტორია აუცილებლად იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელისუფლება საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი წარმატების და საბოლოო საარჩევნო მარცხის ისტორია ყველაზე კარგად შეაფასა დიდმა კახა ბენდუქიძემ - სახელმწიფოს შექმნა ჰგავს ნარკოზის გარეშე ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მტკივნეულია და პაციენტი ძალიან იშვიათადაა ქირურგის მადლობელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა შეცდომები, მაგრამ 2012 წლის საქართველოს 2003 წელთან შედარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ძალიან დიდი როლი ითამაშა რუსეთის ჰიბრიდულმა ოპერაციამ და ცხელმა ომმაც.


რა თქმა უნდა, იმ შეცდომებსაც, რომელიც მაშინ დავუშვით, დღეს აღარ გავიმეორებდი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის შეცდომები არაფერია ჩვენს ისტორიულ მიღწევებთან შედარებით.


რადიო თავისუფლება: იმ დროს როგორ წარმოგედგინათ „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად თქვენი პოლიტიკური პერსპექტივა?

,

მიხეილ სააკაშვილი: როდესაც არჩევნებში მარცხი გამოვაცხადე ისე, რომ არც კი გამივლია ვინმესთან წინასწარი კონსულტაცია, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მშვიდად ვიყავი. მჯეროდა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავდა განსხვავებას და ბევრ რაღაცას გადააფასებდა. სამწუხაროდ, ამ პროცესის საბოლოოდ ჩამოყალიბებას 12 წელი დასჭირდა.


ფაქტია, რომ განსხვავებით კომპარტიისა და მოქკავშირისა და მომავალში - „ოცნებისა“, ჩვენი პარტია არა მხოლოდ არ ჩამოიშალა, არამედ გახდა წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი. ჩვენ გვაქვს იდეა - ესაა დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქართული სახელმწიფო.

.

რადიო თავისუფლება: ბიძინა ივანიშვილს, მის საჯაროდ გამოჩენამდე ბევრად ადრე იცნობდით. მას ჰქონდა ურთიერთობა, როგორც თავადაც არაერთხელ განუცხადებია, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებასთან. რა ცოდნა/წარმოდგენა გქონდათ მასზე იმ პერიოდში? შესაძლებელი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მმართველობისა და დღეს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების აცილება - თქვენს როლს/შეცდომას თუ ხედავთ იმ ვითარებაში, რაც ახლაა?

.

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, მე ზედმეტად მიამიტურად ვუყურებდი ივანიშვილის მოძრაობებს. ყველაფერს ჩემი არშინით ვზომავდი და ვერ წარმომედგინა, რომ ქართველ ადამიანს შეიძლება ასეთი ბოროტი ზრახვები ჰქონოდა საკუთარი ქვეყნის მიმართ.

.


რადიო თავისუფლება: დღეს შეგიძლიათ თქმა, რა პოლიტიკური ამბიციები გაქვთ საქართველოსთან მიმართებით?


მიხეილ სააკაშვილი: მე ვხედავ საქართველოს მსოფლიოს და ევროპის კაშკაშა ვარსკვლავად და ყველასთვის მისაბაძ ქვეყნად, როგორც ერთხელ უკვე იყო, თუმცა ამჯერად კიდევ უფრო დიდი მასშტაბის. მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოს N1 ეკონომიკური რეფორმატორი, მსოფლიოს პირველი მებრძოლი კორუფციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პირველი მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვქმნიდით რეგიონალურ და მსოფლიო ტენდენციებს, „ვარდების რევოლუცია“ იყო შთაგონების წყარო უკრაინული, ყირგიზული, ლიბანური რევოლუციებისთვის, „არაბული გაზაფხულისთვის“.


1
181
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
181
  
21 ოქტომბერი, 19:22
ისემც შენი დედა მ***,შეცდომები კი არა მკვლელობები ქვია მაგას. ტიპიური ავტორიტარის სიტყვებია,სტალინისთვისაც რო გეკითხა,იგივეს იტყოდა და შეცდომებს დაარქმევდა მკვლელობებს. დიადი მიზნისთვის იბრძოდა ეს ჩემისა,დიდ გზას მიუყვებოდა,უბრალოდ,ადამიანის თავებზე გადიოდა ეს გზა. ვინც ამას ხმას აძლევდა ან აძლევს,მისი ფსიქიკური მდგომარება მაინტერესებს,ფსიქიატრიულის პაციენტები იქნებიან უეჭველად.
0 1 1