სისხლის სამართალი კანადაში ქალმა სამ დღეში სამი ადამიანი მოკლა 19 ოქტომბერი, 15:11
ქალმა სამ დღეში სამი ადამიანი მოკლა.
კანადაში ქალი ზედიზედ სამი დღის განმავლობაში მკვლელობისთვის დაიჭირეს, ამის შესახებ წერს FOX News-ი. 30 წლის საბრინა კოლდჰარი დაიჭირეს ბერლინგტონში, (ონტარიო). ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც პოლიციამ ზედიზედ სამი ცხედარი იპოვა - 1, 2 და 3 ოქტომბერს. პირველად პოლიციამ 60 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვა. მეორე დღეს მაშველებმა გამოძახება ნიაგარას ჩანჩქერთან, ჯონ ალანის პარკში ჩხუბის გამო მიიღეს. შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს 47 წლის ლენს კანინგჰემი სერიოზული დაზიანებებით. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 3 ოქტომბერს, 77 წლის მარიო ბილიჩი, ყოფილი მასწავლებელი, მძიმედ დაჭრილი იპოვეს ტორონტოს გარეუბანში, ჰამილტონში, ავტოსადგომზე. ბილიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ დანით მიენებული ჭრილობები მძიმე აღმოჩნდა. გამომძიებლებმა თვითმხილველთა ჩვენების წყალობით შეძლეს ჰამილტონში მომხდარი ინციდენტის ჯონ ალენ პარკის ჩხუბთან დაკავშირება.მათ აღწერეს ერთი და იგივე ქალი. მოგვიანებით გაირკვა, რომ 60 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე იგივე ეჭვიმიტანილი მოქმედებდა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილმა კანინგჰემი და ბილიჩი შემთხვევით აირჩია, მაგრამ ტორონტოელი ქალი მისი ნაცნობი იყო. პოლიცია კოლდჰარს საშიშ მანიაკს უწოდებს, რადგან ის ყოველგვარი მოტივის გარეშე თავს დაესხა მამაკაცებს. 108 2-ს მოსწონს
|